ზეინალაბდინ თაღიევის სასახლე
From Wikipedia, the free encyclopedia
ზეინალაბდინ თაღიევის სასახლე მდებარეობს ბაქოში, თაღიევის ქუჩა №4 (ყოფილი გორკის ქუჩა 6). ადრე ეკუთვნოდა ცნობილ ბაქოელ მილიონერ ზეინალაბდინ თაღიევს. დღეს შიგნით განლაგებულია აზერბაიჯანის ისტორიის ეროვნული მუზეუმი. შენობა აღიმართა 1893-1902 წლებში სამოქალაქო ინჟინერის იოსებ გოსლავსკის მიერ. სასახლე იყო თაღიევის საჩუქარი საკუთარი მეუღლის - სანა ხანუმისათვის. შენობა იკავებს ძველი ქალაქის ცენტრალური ნაწილის მეოთხედს და გააჩნია პლანირების ძველებური სტრუქტურა. სიმეტრიული ფასადი აშენებულია იტალიური რენესანსის სტილში. სასახლის მშენებლობის დროს გამოყენებულ იქნა სხვადასხვა არქიტექტური სტილი.
სწრაფი ფაქტები ზეინალაბდინ თაღიევის სასახლე, მდებარეობა ...
ზეინალაბდინ თაღიევის სასახლე | |
---|---|
მდებარეობა | ბაქო, აზერბაიჯანი |
არქიტექტორი | იოსებ გოსლავსკი |
დახურვა