ზედუბანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ზედუბანი — სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზედუბნის თემში.[1] მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ქვაბლიანის მარცხნივ, ზღვის დონიდან 1530 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 18 კილომეტრით., ახალციხიდან 46 კმ. ზედუბანი იხსენიება XVI საუკუნის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“. სოფელში არის შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები. საბჭოთა პერიოდში შედიოდა ჭეჭლის სასოფლო საბჭოში, სოფელში მოქმედებდა მოხის მერძევეობა-მეცხოველეობის მეურნეობა.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზედუბანი. |
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ზედუბანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზედუბანი |
კოორდინატები | 41°42′26″ ჩ. გ. 42°38′13″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 1530 მ |
მოსახლეობა | 110[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დახურვა