![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/55/Meissner_effect_p1390048.jpg/640px-Meissner_effect_p1390048.jpg&w=640&q=50)
ზეგამტარობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ზეგამტარობა — მოვლენა, როდესაც გამტარის ელექტრული წინაღობა ნული ხდება და გამტარიდან სრულიად გამოიდევნება მაგნიტური ველი, როდესაც ზეგამტარის ნიმუშს გააცივებთ კრიტულ ტემპერატურამდე. ეს მოვლენა 1911 წელს ჰოლანდილმა ფიზიკოსმა ჰეიკე კამერლინგ-ონესმა აღმოაჩინა. ზეგამტარობა არის კვანტური მოვლენა და კლასიკური ფიზიკით ვერ აიხსნება. მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი მოვლენაა მეისნერის ეფექტი რაც ზეგამტარს განასხვავბს "იდეალური გამტარისგან".
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/55/Meissner_effect_p1390048.jpg/640px-Meissner_effect_p1390048.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3c/Stickstoff_gek%C3%BChlter_Supraleiter_schwebt_%C3%BCber_Dauermagneten_2009-06-21.jpg/640px-Stickstoff_gek%C3%BChlter_Supraleiter_schwebt_%C3%BCber_Dauermagneten_2009-06-21.jpg)
მეტალის ელექტრული წინაღობა მცირდება ტემპერატურის შემცირებასთან ერთად. მაგრამ ეს შემცირება შემოსაზღვრულია კრისტალის დეფექტებისა და მინარევების გამო, რაც ქმნის დამატებით, არატემპერატურაზე-დამოკიდებულ წინაღობას. ზეგამტარ ნივთიერებებში კი გარკვეული ტემპერატურის ქვემოთ წინაღობა ეცემა ნულზე. მაგალითად, თუ ზეგამტარ რგოლში გავატარებთ დენს, ეს დენი იარსებებს უსასრულოდ, დიდი ხნის განმავლობაში, დამატებითი წყაროს გარეშე.[1][2][3][4][5]
1986 წელს ზეგამტარობა აღმოაჩინეს კუპრატებშიც - კერამიკულ მასალებში, რომელთაც მაღალი კრიტიკული ტემპერატურა ახასიათებთ.[6] ასეთი კრიტკული ტემპერატურები ვერ იხსნება ე.წ. კლასიკური ზეგამტარების თეორიით, ამიტომ მათ მაღალტემპერატურული ზეგამტარები ეწოდებათ.
2008 წლის თებერვალში აღმოაჩინეს ზეგამტარი მასალების ახალი კლასი — რკინაზე დაფუძვნებული ზეგამტარები.[7]
2014 წელს წყალბადის სულფიდის (H2S) ძალიან მაღალი წნევის ქვეშ (150 გიგაპასკალი) მოთავსებისას ზეგამტარობის გადასვლის ტემპერატურა 80 კელვინი აღოჩნდა.[8] 2019 წელს აღმოაჩნეს, რომ 170 გეგაპასკალ წნევაზე ლანთანის ჰიდრიდი (LaH10) ზეგამტარი გახდა თითქმის ოთახის ტემპერატურაზე, 250 კელვინზე.[9]