ზაფხულის დრო
From Wikipedia, the free encyclopedia
ზაფხულის დრო — დრო, რომელიც მოცემულ სასაათო სარტყელში მიღებულ დროსთან შედარებით ერთი საათით წინაა გადაწეული. ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია მიღებული და მისი მიზანია განათებაზე დახარჯული ელექტროენერგიის შემცირება. ზამთრის პერიოდში დროის უკან „გადაწევა“ ხდება და ესა თუ ის ქვეყანა უბრნუნდება „ზამთრის დროს“ (ეს ტერმინი არ არის ოფიციალური).
ქვეყნების უმეტესობაში ე. წ. „ზამთრის დრო“ დროითი სარტყლის სტანდარტულ ასტრონომიულ დროს ემთხვევა.