ზარზმა
From Wikipedia, the free encyclopedia
ზარზმა — სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზარზმის თემის ცენტრი (ზარზმა, უტყისუბანი).[1] მდებარეობს მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1340 მეტრზე. დაბა ადიგენიდან დაშორებულია 8 კილომეტრით, ახალციხიდან 38 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 394 ადამიანი.[2] სოფელში დგას ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი ზარზმის მონასტერი. სოფელთან არის XIV საუკუნის „თამარის წყარო“. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა ადიგენის მეცხოველეობისა და მემცენარეობის მეურნეობა, შედიოდა მლაშეს თემში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზარზმის მონასტერი. |
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ზარზმა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზარზმა |
კოორდინატები | 41°40′44″ ჩ. გ. 42°39′10″ ა. გ. |
ფართობი | 2377 ჰა კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1340 მ |
მოსახლეობა | 321[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დახურვა