![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg/langka-640px-Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg.png&w=640&q=50)
ზაკვი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზაკვი — სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბალხო, ბუღაშენი, გომანი, თირკნა, ოლავერდი). მდებარეობს ახალქალაქის პლატოზე, სამსარის მთის დასავლეთით, ზღვის დონიდან 1660 მ სიმაღლეზე, ახალქალაქიდან 16 კმ.. სოფელში მოიპოვება ვულკანური წიდა. საბჭოთა პერიოდში შედიოდა არაგვის სასოფლო საბჭოში, მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ზაკვი | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზაკვი |
კოორდინატები | 41°30′17″ ჩ. გ. 43°30′07″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1660 მ |
მოსახლეობა | 386[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დახურვა