ქართველი მწერალი და ესეისტი From Wikipedia, the free encyclopedia
ზაალ შოთას ძე სამადაშვილი (დ. 3 ოქტომბერი, 1953, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მწერალი, ესეისტი. თბილისის საკრებულოსთან ერთად ლიტერატურული პრემია „გალა“-ს დამაარსებელი.
ზაალ სამადაშვილი | |
თბილისის მე-4 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2010 – 26 ივლისი, 2013 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
წინამორბედი | ზაალ სამადაშვილი |
მემკვიდრე | ჯაბა სამუშია (მ/შ) |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 აპრილი, 2008 – 2010 | |
წინამორბედი | ზაზა ბეგაშვილი |
მემკვიდრე | ზაალ სამადაშვილი |
დაბადებული | 10 მარტი, 1953 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მწერალი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი და ესეისტი |
დაიბადა თბილისში 1953 წლისა 3 ოქტომბერს. დედა — თამარ მიქაძე, მამა — შოთა სამადაშვილი. მეუღლე — ნანა იაშვილი (1954). შვილი — გიორგი (1981).
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
პირველი მოთხრობა ბაბო დაჭრეს გამოაქვეყნა 1983 წელს ჟურნალ „ცისკარში“.
არის ავტორი სცენარისა სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის "თემო". ასევე დაწერილი აქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის "გარსევანი".
მისი ჰობი ფეხით სიარულია და აქვს ასეთი მრწამსი: „ვცდილობ განვახორციელო პრინციპი: როცა არ მოგწონს სხვის მიერ გაკეთებული საქმე, შეეცადე შენ თვითონ გააკეთო უკეთესად. კამათში დაღლას შრომით დაღლა მირჩევნია“.
ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დააარსა გალა (ლიტერატურული პრემია), რომელიც წარმატებით გრძელდება წლების განმავლობაში.
ამჟამად მუშაობს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.