![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f7/Usiaslau_sr_2005.gif/640px-Usiaslau_sr_2005.gif&w=640&q=50)
ვსესლავ პოლოცკელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვსესლავ პოლოცკელი, იგივე ვსესლავ ვრიაჩისლავიჩი (დაახ. 1029 წელი – 24 აპრილი, 1101 წელი), აგრეთვე, ცნობილი, როგორც ვსესლავ მისანი ან ვსესლავ ნათელმხილველი — პოლოცკის ყველაზე ცნობილი მმართველი, რომელიც მცირე ხნით, 1068–1069 წლების განმავლობაში იყო კიევის დიდი მთავარი. როსტიასლავ ვლადიმიროვიჩსა და ვოივოდე ვიშატასთან ერთად, ვსესლავ პოლოცკელმა შექმნა კოალიცია იაროსლავიჩების ტრიუმვირატის წინააღმდეგ. ვსესლავის 57 წლიანი მეფობის პერიოდით თარიღდება პოლოცკის წმინდა სიბრძნის კათედრალი (მშენებლობა დასრულდა 1066 წელს), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მონუმენტია თანამედროვე ბელარუსიის ტერიტორიაზე.
სწრაფი ფაქტები ვსესლავ ნათელმხილველი, მმართ. წლები: ...
ვსესლავ ნათელმხილველი | |
---|---|
![]() 2005 წელს გამოშვებული სამახსოვრო ვერცხლის 20 რუბლიანი მონეტის უკანა მხარე: პოლოცკელი ვსესლავი ("უსიასლაუ") და მის ფონზე გამოსახული მაქცია. | |
მმართ. წლები: | სექტემბერი, 1068 წელი – აპრილი, 1069 წელი |
მმართ. დასაწყისი: | 1044 წელი |
მმართ. დასასრული: | 1101 წელი |
წინამორბედი: | იზიასლავ I |
მემკვიდრე: | იზიასლავ I |
დაბ. ადგილი: |
დაახ. 1029 წელი, პოლოცკი |
გარდ. ადგილი: |
24 აპრილი, 1101 [~72 წლის] პოლოცკი |
დაკრძ. ადგილი: | წმინდა სიბრძნის კათედრალი პოლოცკში |
დინასტია: | რიურიკოვიჩები (პოლოცკელი იზიასლავიჩი) |
მამა: | პოლოცკელი ბრიაჩისლავი |
დედა: | ? |
წოდება: | კიევის დიდი მთავარი |
დახურვა