From Wikipedia, the free encyclopedia
ვსევოლოჟსკი (რუს. Всеволожск) — ქალაქი რუსეთში, ლენინგრადის ოლქში, ვსევოლოჟსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგიდან 7 კილომეტრის მოშორებით, რეგიონული მნიშვნელობის საგზაო მაგისტრალ A128-ისა („ცხოვრების გზა“) და H91 საგზაო მაგისტრალის გადაკვეთაზე. ქალაქის ყველაზე მაღალი ადგილი ზღვის დონიდან 68, 13 მეტრზე მდებარეობს, რუბოლოვსკის მთაზე, ყველაზე დაბალი ადგილი კი ზღვის დონიდან 11, 75 მეტრზეა[2][3]. ქალაქი დაარსდა 1892 წელს, 2010 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 59,7 ათასი ადამიანი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვსევოლოჟსკი Всеволожск | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
რეგიონი | ლენინგრადის ოლქი | ||||
მუნიციპალიტეტი | ვსევოლოჟსკის რაიონი | ||||
კოორდინატები | 60°01′00″ ჩ. გ. 30°39′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1892 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1963 | ||||
ფართობი | 62,62 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 30 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 59 704 კაცი (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 81370 | ||||
საფოსტო ინდექსი | 188640, 188640, 188641, 188642, 188643, 188644, 188645, 188649[1] | ||||
საავტომობილო კოდი | 47 | ||||
ოფიციალური საიტი | https://gorodvsevologsk.ru | ||||
პირველი დასახლება თანამედროვე ვსევოლოჟსკის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1500 წელს ჩატარებულ აღწერაშია ნახსენები, ეს იყო სოფელი „ლუბლიანა მდინარე ლუბნეზე“[4] და სამი სოფელი: რიაბოვო, ახალი რიაბოვო და რიაბოვო ვლადიკინო[5][6]. დასახლება პირველად 1580 წელს დაიტანეს კარელიის რესპუბლიკის რუკაზე[7]. 1892 წელს რიაბოვოში გაიხსნა ერთკლასიანი სახალხო სკოლები, 1895 წელს რიაბოვოს მახლობლად აშენდა სადგური — ვსევოლოჟსკი. დასახლებას 1963 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.