ვოიაჯერ 2
From Wikipedia, the free encyclopedia
ვოიაჯერ 2 (ინგლ. Voyager 2) — მოქმედი კოსმოსური ზონდი, რომელიც ნასამ 1977 წლის 20 აგვისტოს ვოიაჯერის პროგრამის ფარგლებში მზის სისტემის შორეული პლანეტების შესწავლის მიზნით გაუშვა.[1] ვოიაჯერ 2 პირველი და ერთადერთი აპარატია, რომელმაც იშვიათი პლანეტარული განლაგების დახმარებით 1986 წლის იანვარში ურანს, ხოლო 1989 წლის აგვისტოში ნეპტუნს მიაღწია.
ვოიაჯერ 2 | |
---|---|
ოპერატორი | ნასა |
SCN | 10271 |
მისიის ხანგრძლივობა | 43 წელი, 11 თვე, 15 დღე |
განვლილი მანძილი | 19 მილიარდი კმ |
ორბიტები |
იუპიტერი - 1979 წლის 9 ივლისი (570 000 კმ) სატურნი - 1981 წლის 26 აგვისტო (101 000 კმ) ურანი - 1986 წლის 24 იანვარი (81 500 კმ) ნეპტუნი - 1989 წლის 15 აგვისტო (4951 კმ) |
მდებარეობა | ვარსკვლავთშორისი სივრცე |
სტატუსი | აქტიური |
ტექნიკური მახასიათებლები | |
მწარმოებელი | Jet Propulsion Laboratory |
დატვირთულის მასა | 825,5 კგ |
სიმძლავრე | 470 ვატი |
კვების წყაროები | რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი |
მისიის დაწყება | |
გაშვების თარიღი | 1977 წლის 20 აგვისტო, |
გაშვების ადგილი | აშშ, კენედის კოსმოსური ცენტრი |
რაკეტა-მატარებელი | Titan IIIE |
2018 წლის 5 ნოემბერს, 122 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, ვოიაჯერ 2-მა ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაღწია და ვოიაჯერ 1-ის მსგავსად, მზის ჰელიოსფერო დატოვა.
რვათვიანი პაუზისა და ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრის შემდეგ, 2020 წლის ნოემბერში აპარატთან კავშირი აღდგა. ვოიაჯერ 2-თან კომუნიკაცია ნასას შორეული კოსმოსური კავშირის ქსელის, კანბერასთან მდებარე DSS 43 საკომუნიკაციო ანტენის მეშვეობით ხორციელდება. დედამიწას, მზესა და აპარატს შორის არსებული მანძილი, ზონდის სტატუსი და მისი სიჩქარე ნასას ოფიციალურ საიტზეა ასახული.[2]