ვლადისლავ რეიმონტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვლადისლავ სტანისლავ რეიმონტი (პოლ. Władysław Stanisław Reymont, ნამდვილი გვარია რეიმენტი; დ. 7 მაისი, 1867, როდომსკოსთან ახლოს სოფელ კობელე ველკეში – გ. 5 დეკემბერი, 1925, ვარშავა) — პოლონელი მწერალი. 1924 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი დიდებული ნაციონალური ეპოსისთვის „კაცები““.[15]
ვლადისლავ რეიმონტი | |
---|---|
პოლ. Władysław Stanisław Reymont | |
დაბადების თარიღი | 7 მაისი, 1867(1867-05-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | კობელე-ველკე |
გარდაცვალების თარიღი | 5 დეკემბერი, 1925(1925-12-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (58 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვარშავა[11] |
დასაფლავებულია | პოვონზკის სასაფლაო |
საქმიანობა | მწერალი[10] , რომანისტი, სცენარისტი და პროზაიკოსი |
ენა | პოლონური ენა |
ეროვნება | პოლონელები[12] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია პოლონეთის მეორე რესპუბლიკა |
Magnum opus | კაცები და აღთქმული მიწა |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[13] [14] , საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, პოლონეთის აღორძინების ორდენის ოფიცერი, პოლონეთის აღორძინების ორდენის კომანდორი, Grand Cross of the Order of Polonia Restituta და თეთრი არწივის ორდენი |
მეუღლე | Aurelia Szacnajder Szabłowska |
ხელმოწერა | |
რეიმონტი წარჩინებულ, მაგრამ ღარიბ ოჯახში დაიბადა. მან თერძის განათლება მიიღო, თუმცა ჯერ რკინიგზის სადგურზე მუშაობდა, შემდეგ კი თეატრალური დასის წევრი გახდა. იგი ბევრს მოგზაურობდა და ხშირად აქვეყნებდა მოთხრობებს, რომლებშიც თავისი ცხოვრების გამოცდილებას აღწერდა.
რეიმონტის შემოქმედება 30 ვრცელ პროზაულ ნაწარმოებს მოიცავს. მისთვის პირველი წარმატებული და ფართოდ აღიარებული რომანი 1899 წელს გამოქვეყნებული „აღთქმული მიწა“ იყო, რომელიც ყურადღებას ამახვილებდა ისეთ თემებზე, როგორიცაა სოციალური უთანასწორობა, სიღარიბე და მუშახელის ექსპლუატაცია ინდუსტრიულ ქალაქ ლოძში. მწერლის მიზანს რომანის საშუალებით საზოგადოებაზე ინდუსტიალიზაციის გავლენის ასახვა წარმოადგენდა.
ვლადისლავ რეიმონტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა კომუნისტურ პოლონეთში. იგი სიმბოლისტი და რეალისტი მწერალი იყო; თავის ნამუშებრებში ასახავდა სოციალისტურ იდეებს, ახდენდა სასოფლო-აგრარული კულტურის რომანტიზირებას და აკრიტიკება კაპიტალიზმს.