იტალიის კომუნა From Wikipedia, the free encyclopedia
ვიჩენცა (იტალ. Vicenza) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, ვენეტოს რეგიონის დედაქალაქი. მდებარეობს დაახლოებით 60 კმ-ით დასავლეთით ვენეციიდან და 200 კმ-ით აღმოსავლეთით მილანიდან. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 115 927 ადამიანს შეადგენს, ხოლო მთლიანად მეტროპოლიური არეალის 270 000 ადამიანს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვიჩენცა Vicenza | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
რეგიონი | ვენეტო | ||||
შიდა დაყოფა | historic center of Vicenza | ||||
კოორდინატები | 45°33′00″ ჩ. გ. 11°33′00″ ა. გ. | ||||
ფართობი | 80 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 39 მ | ||||
მოსახლეობა | 115,927 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 1,449.1 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0444 | ||||
საფოსტო ინდექსი | 36100 | ||||
საავტომობილო კოდი | VI | ||||
ოფიციალური საიტი | comune.vicenza.it | ||||
ქალაქი მდიდარია ისტორიული და კულტურული წარსულით, აქ მდებარეობს მრავალი მუზეუმი და პიაცა, ხელოვნების გალერეები, ვილები, ეკლესიები და რენესანსული სასახლეები. მის შემოგარენში მდებარე ანდრეა პალადიოს ვილებთან და ცნობილ ტეატრო-ოლიმპიკოსთან ერთად, 1994 წელს ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.[1]
ვიჩენცა იტალიის მესამე უდიდესი სამრეწველო ცენტრი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ქალაქია.[2][3] ამის მიზეზი კი ტექსტილისა და ფოლადის ფართო წარმოებაა, ასევე, ქვეყნის ოქროსა და იუვილერიის ნახევარი სწორედ ვიჩენცაში იწარმოება, რასაც ქვეყნის ეკონომიკაში უდიდესი წვლილი შეაქვს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.