![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fc/Flag_of_Vichada.svg/langka-640px-Flag_of_Vichada.svg.png&w=640&q=50)
ვიჩადის დეპარტამენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიჩადა (ესპ. Departamento del Vichada) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ვაკეებზე, ორინოკოს რეგიონში, მდინარე ორინოკოს აუზში. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება ვენესუელა, ჩრდილოეთით — არაუკის დეპარტამენტი, ჩრდილო-დასავლეთით — კასანარეს დეპარტამენტი, დასავლეთით — მეტის დეპარტამენტი, სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთით კი გუავიარესა და გუაინიის დეპარტამენტები. ვიჩადა ფართობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეპარტამენტია კოლუმბიაში, თუმცა ძალზე მეჩხრად დასახლებული.
სწრაფი ფაქტები დეპარტამენტი, ქვეყანა ...
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვიჩადის დეპარტამენტი Departamento del Vichada | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ადმ. ცენტრი | Puerto Carreño | ||||
კოორდინატები | 4°38′00″ ჩ. გ. 69°14′00″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 4 ივლისი, 1991[1] | ||||
ფართობი | 100 242 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 68 575[2] კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 0.68 კაცი/კმ² | ||||
ოფიციალური საიტი | gobvichada.gov.co | ||||
![]() | |||||
დახურვა
უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია პუერტო-კარენიო, რომელიც დეპარტამენტის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ვენესუელის საზღვართან. შედგება ოთხი მუნიციპალიტეტისგან.
შეიქმნა კოლუმბიის 1991 წლის 4 ივლისის კონსტიტუციის საფუძველზე.