![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1a/Victoria_Monet_%252833269922475%2529_%2528cropped%2529.jpg/640px-Victoria_Monet_%252833269922475%2529_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
ვიქტორია მონე
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიქტორია მონე მაკკანტსი (ინგლ. Victoria Monét McCants; დ. 1 მაისი, 1989, ატლანტა, ჯორჯია, აშშ)[1] — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. მონემ მუსიკალური მოღვაწეობის დასაწყისში დამოუკიდებლად, მუსიკალური ლეიბლის გარეშე, გამოუშვა მინიონების სერია (EP), რომელშიც შედის მისი საფინალო ნამუშევარი EP Jaguar (2020), რომელმაც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. მუსიკოსის სადებიუტო სტუდიური ალბომი, Jaguar II (2023) გახდა მისი პირველი კომერციულად წარმატებული ნამუშევარი. ალბომის სინგლი, „On My Mama“ მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 40-ში და მიიღო წლის ჩანაწერის ნომინაცია გრემის დაჯილდოებაზე. 66-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე მონემ მიიღო შვიდი ნომინაცია და მოიგო ჯილდო 3 კატეგორიაში - საუკეთესო ახალი შემსრულებელი, საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომი და საუკეთესო ინჟინირებული ალბომი არაკლასიკურ კატეგორიაში.[2]
ვიქტორია მონე | |
---|---|
ინგლ. Victoria Monét McCants | |
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ვიქტორია მონე მაკკანტსი |
დაბ. თარიღი | 1 მაისი, 1989 (1989-05-01) (35 წლის) |
დაბ. ადგილი | ჯორჯია |
წარმოშობა | ატლანტა, ჯორჯია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 2010 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | |
ვიქტორია მონე ვიკისაწყობში |
გარდა საკუთარი ალბომებისა, მონეს დაწერილი აქვს სიმღერები არიანა გრანდესთვის. ის და მონე უკვე ათ წელზე მეტია თანამშრომლობენ, დაწყებული გრანდეს სადებიუტო ალბომით Yours Truly (2013), დასრულებული უკანასკნელი ალბომით Positions (2020). 2019 წელს მონემ მიიღო გრემის ჯილდოს სამი ნომინაცია (მათ შორის წლის ალბომი) გრანდეს მეხუთე სტუდიურ ალბომზე, Thank U, Next, მუშაობისთვის. იმავე წელს გრანდემ და მონემ გამოუშვეს სინგლი „Monopoly“, რომელიც გაერთიანებული სამეფოს სიმღერების ჩარტში ტოპ 40-ში გავიდა.
გარდა არიანა გრანდესა, მონე ასევე თანამშრომლობდა სხვა შემსრულებლებთან, მათ შორის Nas, ტრევის სკოტი, Blackpink, Fifth Harmony, T.I., ლუპე ფიასკო, კრისეტ მიკელე, ბრენდი, კოკო ჯონსი, Chloe x Halle და კრის ბრაუნი. მას მოგებული აქვს ორი Soul Train Music Awards, სამი გრემის ჯილდო და ბილბორდის Rising Star Award.