![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/99/Menaka_and_Vishvamitra%252C_in_a_painting_by_Raja_Ravi_Varma.jpg/640px-Menaka_and_Vishvamitra%252C_in_a_painting_by_Raja_Ravi_Varma.jpg&w=640&q=50)
ვისვამიტრა
From Wikipedia, the free encyclopedia
ვისვამიტრა (ძვ.ინდ. „ყველას მეგობარი“) — ძველი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული რიში და ბრძენი. ინდური მითოლოგიური სახე, კშატრის ძე, ლეგენდარული მეფე. ვისვამიტრას ამბავი რამაიანას მთავარ სიუჟეტს ავსებს. ვისვამიტრა ამავასუს დინასტიას მიეკუთვნებოდა, მამაცი მეომარი იყო, მისი დიდი ბაბუა კი დიდებული მეფე ქუშა იყო. რამაიანაში ქუშა (ლავას ტყუპისცალი და რამასა და სიტას ვაჟი ქუშა სხვა პერსონაჟია) ბრაჰმას ქმნილებადაა მოხსენიებული, ხოლო მისი ვაჟი „ძლიერი და მართალი“ ქუშანაბჰა იყო.[1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/99/Menaka_and_Vishvamitra%2C_in_a_painting_by_Raja_Ravi_Varma.jpg/640px-Menaka_and_Vishvamitra%2C_in_a_painting_by_Raja_Ravi_Varma.jpg)
ვისვამიტრას ამბავი რამაიანას პირველ წიგნში, ბალაკანდაშია მოთხრობილი.[2] მაჰაბჰარატას მიხედვით ვისვამიტრას მენაკისაგან ქალიშვილი, საკუნტალა შეეძინა, რომლის ამბავიც მაჰაბჰარატას 18 წიგნიდან პირველშია მოთხრობილი.