From Wikipedia, the free encyclopedia
ვისაიასი ან ვისაიას კუნძულები[1] (ვისაური: Kabisay-an; ტაგალური: Kabisayaan) — ფილიპინების სამი გეოგრაფიული დანაყოფიდან ერთ-ერთი. დანარჩენი ორია: მინდანაო და ლუსონი. ის შედგება ვისაიანის ზღვის ირგვლივ განლაგებული კუნძულებისგან. მისი მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ ეთნიკური ვისაიები.
ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით[2] დასახელება ვისაიასი მოდის VII საუკუნის მალაიზიური იმპერია შრივიჯაიადან. სანსკრიტში შრი (श्री) აღნიშნავს იღბლიანს, წარმატებულს ან ბედნიერს. ხოლო ვიაია (विजय) გამარჯვებულს ან უპირატესს. XII საუკუნეში სულუს არქიპელაგის ნაწილი და ვასაიასი შედიოდა იმპერიის დაქვემდებარებაში.[3]
მოსახლეობის უმეტესობა ურთიერთობისთვის იყენებს ვასაიურ ენებს. დასავლეთ ვასიასში გამოიყენება ჰილიგაიონონიური, ცენტრალურში სებუანური ენა ხოლო აღმოსავლეთში ვარაიული ენა. სხვა ფართოდ გავრცელებული ენებია: აკლანონური, კარაიული, კაპიზნონური.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.