From Wikipedia, the free encyclopedia
ვინჩენცო ბელინი (იტალ. Vincenzo Bellini; დ. 3 ნოემბერი, 1801, კატანია, სიცილია — გ. 23 სექტემბერი, 1835, პიუტო, პარიზთან ახლოს) — იტალიელი კომპოზიტორი.
დაიბადა მუსიკალურ ოჯახში. მამა დირიჟორი ჰყავდა, პაპა — ორგანისტი და კომპოზიტორი. სწავლობდა ნეაპოლის კონსერვატორიაში. დაწერა 11 ოპერა, მათ შორის ყველაზე ცნობილი — „კაპულეტი და მონტეკი“ (1830, თეატრი „ფენიჩე“, ვენეცია), „სომნამბულა“ (1831, თეატრი „კარკანო“, მილანი), „პურიტანე“ (1835, „ტეატრ იტალიენ“ პარიზი) ყველაზე განსაკუთრებული ნაწარმოები — ოპერა „ნორმა“ (1831, „ლა სკალა“ მილანი). ბელინის ოპერები ხშირად უძღვებოდა პატრიოტული დემონსტრაციები: იტალიელები პოულობდნენ ბელინის ოპერებში აქტუალურ პოლიტიკურ შინაარსს. ბელინი ერთ-ერთი უდიდესი ბელკანტოს სტილის ოსტატია.
1835 წელს შეუძლოდ იგრძნო თავი და დაწვა. 1835 წლის 23 სექტემბერს პიუტოში, ბელინი გარდაიცვალა ნაწლავების მწვავე ინფექციური დაავადებით. კომპოზიტორის ფერფლი ინახება სიცილიაში, ქალაქი კატანიის კათედრალურ ეკლესიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.