From Wikipedia, the free encyclopedia
'ვილჰელმინა ვან გოგი (ნიდერლ. Wilhelmina Van Gogh) (დ. 16 March, 1862 – გ.17 May, 1941)[1] იყო ექთანი და ამასთან ფემინისტი. ცნობილია როგორც გამოჩენილი ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის ვინსენტ ვან გოგისა და ხელოვნების ნამუშევრებით მოვაჭრე თეო ვან გოგის და.[2]
ვილ ვან გოგი | |
---|---|
დაიბადა | 16 მარტი, 1862 ზუნდერტი, ნიდერლანდები |
გარდაიცვალა | 17 მაისი, 1941 (79 წლის) ერმელო, ნიდერლანდები |
ეროვნება | ნიდერლანდელი |
ვილჰელმინა იაჯობა ვან გოგი დაიბადა 1862 წლის 16 მარტს ზუნდერტში ნიდერლანდებში, თეოდორუს ვან გოგისა და ანა კორნელია კარბენტუსის ქალიშვილი. მას ჰყავდა სამი ძმა ვინსენტი, თეო, კორი და ორი და ელიზაბეტი და ანა.
ცხოვრების პირველი ეტაპის განმავლობაში ვილჰელმინა ვან გოგი ზრუნავდა საკუთარ ოჯახზე და სხვებზე, იყო ექთანი. 1890 და 1891 წლებში მისი ძმების სიკვდილის შემდეგ კი, მან დაიკავა უფრო მაღალი თანამდებობა ჰოსპიტალში. სწორედ ამ პერიოდში ვილ ვან გოგი გაწევრიანდა ქალთა შემოქმედების ნაციონალური გამოფენის საბჭოში, რაც მისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი წარმატება იყო. ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც ქალთა უფლებების დაცვისა და მათ შემოქმედების პოპულარიზაციისთვის ნამდვილად მნიშვნელოვან და ღირებულ საქმეს აკეთებდა.
არავინ იცის თუ რის გამო, თუმცა 1902 წლის 4 დეკემბერს ვილჰელმინა ერმელოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღმოჩნდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.