ვილჰელმ რენტგენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვილჰელმ კონრად რენტგენი (Wilhelm Conrad Röntgen; 27 მარტი, 1845 - 10 თებერვალი, 1923) — გერმანელი ფიზიკოსი, მოღვაწეობდა ვიურცბურგის უნივერსიტეტში (Julius-Maximilians-Universität Würzburg). 1895 წელს აღმოაჩინა იქს-სხივები („X-Strahlen“ გერმანულად, „X-rays“ ინგლისურად), რომლებსაც მოგვიანებით რენტგენის გამოსხივება ეწოდა, რენტგენი იკვლევდა მათ თავისებურებებს, რისთვისაც 1901 წელს ფიზიკის დარგში პირველი ნობელის პრემია დაიმსახურა. ასევე იკვლევდა კრისტალების პიეზო- და პიროელექტრულ თვისებებს, მაგნეტიზმს.