ვიკიპედია:ჯილდოები სამსახურისთვის
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯილდოები სამსახურისთვის — რედაქტორის წვლილის დონის შესახებ არსებული შეტყობინების მარტივი გზა, რომელიც დაფუძნებულია ორ განსაზღვრულ ნიშნულზე: წვლილის რაოდენობაზე, რომელიც რედაქტორმა ვიკიპედიისთვის განახორციელა და დროის ხანგრძლივობაზე, რომელიც მისი რეგისტრაციის მომენტიდან აითვლება. ერთმა საპატიო ავტორმა ვიკიპედიური ჯილდოები სამსახურისთვის აღწერა როგორც საკუთარი თავის დაჯილდოების საშუალება.[1] ისინი შეიძლება აგრეთვე განიხილებოდეს როგორც ავტომატურად მიღწეული საფეხური.
ორი სიტყვით: Some editors choose to acknowledge their service to Wikipedia by displaying a service award, which denotes time served and number of edits made. These awards are unofficial – displaying the wrong one carries no penalty (except possible disapproval from other editors), and displaying the right one does not indicate authority or competence. |
მალხმობები: WP:SVC WP:SERVE WP:SERVICE |
---|
სხვა ჯილდოებისგან განსხვავებით, რომლებიც გაიცემა მადლობის ნიშნად ერთი რედაქტორის მიერ სხვა რედაქტორისადმი — ეს ერთადერთი ჯილდოა, რომელიც საკუთარი თავისადმი გაიცემა, თუმცა მისი გადაცემა მესამე მხარესაც შეუძლია. მიიღწევა მხოლოდ მკაცრი გამოთვლით რეგისტრაციის დროიდან და რედაქტირებების რაოდენობით. ორივე მოთხოვნა უნდა იყოს დაცული, რათა მიიღოთ ჯილდოს თითოეული დონის უფლება. არარსებობს ამ ჯილდოების მიღების რაიმე სახის პროცესები, თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ საფეხური, რომელსაც თქვენ შეესაბამებით, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ უჩვენოთ მომხმარებლის თქვენსავე გვერდზე.
გთხოვთ გახსოვდეთ, რომ არც რედაქტირებების რაოდენობა და არც ანგარიშის შექმნის მომენტიდან ათვლილი დროის ხანგრძლივობა თავისთავად არ წარმოადგენს წვლილის კარგ მაჩვენებელს ან/და რედაქტორის დიპლომატიურ შესაძლებლობას. შესაბამისად, ჯილდოები სამსახურისთვის საერთოდ არ გამოხატავს ავტორიტეტულ დონეს; „მაგისტრ“ რედაქტორებს ამ ჯილდოების სახით არ აქვთ მეტი ავტორიტეტი, ვიდრე „ახალბედა“ რედაქტორებს.