ვიკიპედია:ნატახტარი/საკონკურსო/20110224175722/ლუდის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუდი არის უძველესი სასმელი, [2][3] რომელიც თარიღდება ძვ. წ. VI ათასწლეულით. იგი ნახსენებია უძველესი ერაყის ისტორიაში.[4] ადრინდელი შუმერების ნაწერები შეიცავს ცნობებს ლუდის შესახებ. ძველი შუმერების მიერ აღვლენილი ლოცვა ქალღმერთ ნინკასის მიმართ, რომელიც ცნობილია როგორც "თხოვნა ქალღმერთ ნინკასს", ლოცვის გარდა დამატებით ფუნქციასაც ითავსებდა: მისი მეშვეობით ინახავდნენ ლუდის წარმოების რეცეპტს.[5][6]
"ლუდის ისტორია" ჯიმშერ დგებუაძე |
როგორც ნივთირების უმეტესობა, ლუდიც შეიცავს ნახშირწყლებს, ძირითადად შაქარსა და სახამებელს, რომლებიც ადუღებენ ლუდს. სავარაუდოა რომ ლუდის მსაგვსი სასმელები სხვადასხვა კულტურის მქონე ყველა ხალხს ჰქონდა დამოუკიდებლად გამოგონებული. პურისა და ლუდის გამოგონება მიიჩნევა დასტურად იმისა, რომ ადამიანს ძალუძს განავითაროს ტექნოლოგია და შექმნას ცივილიზაცია. [7][8][9] უძველესი ქერის ლუდი აღმოჩენილია გოდინ ტეპეში, ირანის ცენტრალური ზაგროს მთებში, დაახლოებით ძვ.წ 3400-3000 წლებში.[10]
ლუდი შესაძლოა ქონოდათ ნეოლითის ხანის ევროპელებსაც ძვ.წ. 3000 წლიდან.[11][12]
ახალი წელთაღრიცხვით 7 საკუნეში ლუდი იწარმოებოდა ზოგიერთ ევრიოპულ მონასტერში. ინდუსტრიული რევოლუციის დროს ლუდის წარმოება შინამრეწველურიდან სამრეწველოში გადავიდა. შინამრეწველური წარმოების ტიპს მე-19 საუკუნის ბოლოსათვის აღარავინ იყენებდა. [13] ჰიდრომეტრისა და თერმომეტრის განვითარებამ შეცვალა ხარშვის ტექნოლოგია. ახლა უკვე მწარმოებელს საშუალება ჰქონდა გაეკონტროლებინა ხარშვის პროცესი.
დღეს, ლუდის ხარშვა არის მსოფლიო ფართოდ გავრცელებული ბიზნესი. მსოფლიო ბაზარზე არის რამდენიმე დომინანტი კომპანია და ათასობით მცირე რეგიონალური ლუდსახარში ქარხანა. [14] 133 მილიარდ ლიტრზე (35 მილიარდ გალონი) მეტი ლუდი იწარმოება, რომელთა წლიური შემოსავალი დაახლოებით 294.5 მილიარდი დოლარია (£147.7 მილიარდი) 2006 წლის მონაცემებით. [15]