![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c2/Karte_Wikinger-Raubz%25C3%25BCge_im_Rheinland.png/640px-Karte_Wikinger-Raubz%25C3%25BCge_im_Rheinland.png&w=640&q=50)
ვიკინგების თავდასხმები რაინლანდში
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიკინგების თავდასხმები რაინლანდში — ვიკინგების მიერ ფრანკთა სახელმწიფოში განხორცელებული შემოსევების სერიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობდა IX საუკუნის ბოლო ათწლეულებში. რაინლანდიდან მოყოლებული, რომელიც ფრანკთა კულტურის ბირთვად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ფრანკებმა დაიპყრეს თითქმის მთელი ცენტრალური ევროპა და დააარსეს დიდი იმპერია.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c2/Karte_Wikinger-Raubz%C3%BCge_im_Rheinland.png/320px-Karte_Wikinger-Raubz%C3%BCge_im_Rheinland.png)
ამ თავდასხმების დროს ვიკინგები ძარცვავდნენ რომის იპერიის დროინდელ უძველეს ქალაქებს კელნს, ბონს, ქსანტენს, ტრირს და ასევე საიმპერატორო ქალაქ აახენს, სადაც კარლოს დიდი იყო დაკრძალული და ფრანკთა მეფეები ეკურთხებოდნენ (აახენის ტაძარში). ამ ქალაქების გარდა, განადგურდა უამრავი მონასტერიც, თავის ბიბლიოთეკებთან ერთად, რომლებშიც რამდენიმე საუკუნის ხელნაწერთა კოლექციები იყო დაცული. ამან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ფრანკთა კულტურას.
მსგავს თავდასხმებს აწყობდნენ აგრეთვე ბრიტანეთის კუნძულებზე, ბალტიისპირეთში, რუსეთსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. დაზარალებული რეგიონების ბევრი მცხოვრები ურმებით ჩამოარიგეს მონებად. ამ რეგიონების მრავალი მცხოვრები მონად წაიყვანეს.