ვეშაპსარეწი
მრეწველობის დარგი / From Wikipedia, the free encyclopedia
ვეშაპსარეწი[1] — მრეწველობის დარგი, რომლის დანიშნულებაა ვეშაპებზე ნადირობა და მათი გადამუშავება, აგრეთვე პროდუქციის წარმოება ვეშაპის პირველადი გადამუშავების ნედლეულისაგან. განსაკუთრებულ ინტენსივობას მიაღწია XX საუკუნეში, როდესაც მისი პროდუქტები გამოიყენებოდა კვების, ტყავის, საპნის სახარშ, საფეიქრო, ქიმიურ, აგრეთვე პარფიუმერულ (ამბარი) და კოსმეტიკურ მრეწველობაში. მაგალითად, ვეშაპის ღვიძლისგან და ენდოკრინული ჯირკვლებიდან გამოიმუშავებდნენ ვიტამინებს, სამკურნალო პრეპარატებს, ხორციდან და ძვლებიდან — საკვებ დანამატებს. XX საუკუნის დასაწყისამდე ვეშაპსარეწის ძირითადი პროდუქტი იყო ზიპი — თხევადი ცხიმი, რომელსაც ვეშაპის სალისაგან გამოიმუშავებდნენ; იყენებდნენ გასანათებლად, საპოხ მასალად და სხვ.[2]