![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/67/Veronica_Roth_March_18%252C_2014_%2528cropped%2529.jpg/640px-Veronica_Roth_March_18%252C_2014_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
ვერონიკა როთი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვერონიკა როთი (Veronica Roth, დ. 19 აგვისტო 1988) — ამერიკელი მწერალი და მოთხრობების ავტორი. ცნობილია HarperCollins-ის მიერ გამოცემული ტრილოგიით „დივერგენტის“ სამყაროს შესახებ, რომელშიც შედის „დივერგენტი“, „ინსურგენტი“ და „ელიგენტი“.
ვერონიკა როთი | |
---|---|
ინგლ. Veronica Roth | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 19 აგვისტო, 1988(1988-08-19)[1] [2] [3] [4] (35 წლის) |
დაბადების ადგილი | ნიუ-იორკი[5] |
საქმიანობა | მწერალი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, საბავშვო მწერალი და რომანისტი |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი და Barrington High School |
ჟანრი | მოზარდთა ლიტერატურა |
Magnum opus | დივერგენტი |
ჯილდოები | 21st Century Award[6] |
ხელმოწერა |
![]() |
საიტი | veronicarothbooks.com |
როთი დაიბადა ნიუ-იორკში და გაიზარდა ბარინგტონში (ილინოისის შტატი). დედამისი, ბარბარა როსი, ამავე ქალაქში ცხოვრობს და მხატვარია. ვერონიკა ყველაზე უმცროსის სამ დედმამიშვილს შორის. მისი მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როცა იგი 5 წლის იყო. ამის შემდეგ დედამისი დაქორწინდა ფინანსურ კონსულტანტ ფრენკ როსზე.
2005 წელს როთმა ბარიგნტონის საშუალო სკოლა დაამთავრა. 1 წლის შემდეგ კარლტონის კოლეჯში შევიდა, შემდეგ კი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში, სადაც წერითმა შემოქმედებითმა პროგრამამ დააინტერესა. 2011 წელს ის დაქორწინდა ფოტოგრაფ ნელსონ ფიჩზე. ამჟამად წყვილი ჩიკაგოში ცხოვრობს.