From Wikipedia, the free encyclopedia
ვენეტო (იტალ. Veneto, ლათ. Venetia) — რეგიონი იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, უკავია მდინარე პოს დელტა, აგრეთვე ალპებისა და დოლომიტის მთები, ტბა გარდა. მისი მოსახლეობა 5 მლნ ადამიანია და ამ მხრივ იტალიის რეგიონებს შორის მე-5 ადგილზეა.
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვენეტო Veneto | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
ადმ. ცენტრი | ვენეცია | ||||
შიდა დაყოფა | ბელუნოს პროვინცია, პადუის პროვინცია, როვიგოს პროვინცია, ტრევიზოს პროვინცია, ვენეციის პროვინცია, ვერონის პროვინცია, ვიჩენცის პროვინცია და Metropolitan City of Venice | ||||
კოორდინატები | 45°44′00″ ჩ. გ. 11°51′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Luca Zaia | ||||
დაარსდა | 1970 | ||||
ფართობი | 18 399 კმ² | ||||
მოსახლეობა | 4 936 197 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 268,3 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
იტალიელები 92% რუმინელები 2% მაროკოელები 1% | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | regione.veneto.it/channels | ||||
ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ვენეტო დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო — ვენეციის რესპუბლიკა, რომელიც 1866 წელს, ავსტრიელი და ფრანგი მმართველობების დამარცხების შემდეგ საბოლოოდ შეიერთა იტალიამ. მისი დედაქალაქი იყო და არის ვენეცია, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მართავდა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმდიდრეს საზღვაო რესპუბლიკასა და სავაჭრო იმპერიას. მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის გამო, მნიშვნელოვანი რაოდენობის ვენეტოელი საკუთარ თავებს უნიკალური იდენტობის ადამიანებად მიიჩნევენ და უარს ამბობენ მათს მიკუთვნებაზე იტალიურ ერთან, რეგიონული მთავრობა კი იმდენად შორს წავიდა, რომ მისი მაცხოვრებლები ოფიციალურრად განსაზღვრა როგორც უბრალოდ „ხალხი“.[1]
ერთ დროს ვენეციის რესპუბლიკის გული, ვენეტო დღეს იტალიის უმდიდრესი, ყველაზე განვითარებული და ინდუსტრიალიზებული რეგიონია. ფლობს ქვეყნის უმდიდრეს ისტორიულ, ბუნებრივ, ხელოვნების, კულტურულ, მუსიკალურ და კულინარიულ მემკვიდრეობას. ამავე დროს ის იტალიის ყველაზე მონახულებადი რეგიონია 60 მლნ ტურისტით ყოველწლიურად (2007).[2] გარდა იტალიურისა, მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს ვენეტურ ენაზეც. ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ვენეტო მასიურ მიგრაციებს განიცდიდა და დღესაც, იტალიის მასშტაბით იგი ლიდრეობს იმიგრანტთა მიღებაში, 2008 წელს მან 454 453 უცხოელი იმიგრანტი მიიღო, რომელთა უმრავლესობაც რუმინელი და მაროკოელია.[3]
ვენეტოს რეგიონი ადმინისტრაციულად შვიდ პროვინციად იყოფა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.