From Wikipedia, the free encyclopedia
ვენერას ქოში (ლათ. Cypripedium) — ჯადვარისებრთა ოჯახის გვარი, რომელიც 4 მონათესავე გვართან ერთად ქმნის ქვეოჯახს Cypripedioideae. ცნობილია დაახლ. 50 სახეობა.[1] 2–3 მეტრის სიმაღლის მრავალწლოვანი ბალახებია. გავრცელებული არიან ევრაზიისა და ამერიკის ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ ზონებში. ყვავილები მარტოულია, იშვიათად 2–5 ერთადაა შეკრებილი, დიდი ზომის, უფრო მეტად კაშკაშა ფერის. ყვავილის ჯამის ფოთოლაკები ორია (მათგან ერთი, ე.წ. სინსეპალუმი, წარმოქმნილია ორი გვერდითი ფოთოლაკის შეზრდით), გვირგვინის ფურცლები — 3 (ერთი სახეცვლილია ტომრისებრ წარმონაქმნად, რომელსაც ტუჩი ეწოდება), მტვრიანა — 2. ნაყოფი მშრალი კოლოფია, რომელშიც მოქცეულია მრავალი წვრილი თესლი. ხელოვნური ჰიბრიდიზაციისა და ცვალებადობის მაღალი დონის წყალობით გამოყვანილია დიდი რაოდენობით ლამაზყვავილიანი ჯიშები. მათი მოყვანა მსოფლიოს დეკორატიულ მეყვავილეობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ბუნებაში საკმაოდ იშვიათი მცენარეებია.[2]
ვენერას ქოში | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Cypripedium calceolus | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cypripedium L., 1753 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
გვარის ლათინური სახელი მომდინარეობს ორი ბერძნული სიტყვიდან: Κύπρις (Cypris) — აფროდიტე, ანუ ვენერა და πέδιλον (pedilon) — სანდალი.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.