ვენდისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვენდისი (ინგლ. Wendy's) — ამერიკული საერთაშორისო სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც დააარსა დეივ ტომასმა 1969 წლის 15 ნოემბერს კოლუმბუსში, ოჰაიოში.
ვენდისის შტაბ-ბინა დუბლინში, ოჰაიო, აშშ | |
ტიპი | შვილობილი |
---|---|
დარგი | საზოგადოებრივი კვება |
დაფუძნდა | 1969; 55 წლის წინ (1969), კოლუმბუსი, ოჰაიო, აშშ |
დამაარსებელი | დეივ ტომასი |
სათავო ოფისი | დუბლინი, ოჰაიო, აშშ |
პროდუქცია |
|
მფლობელი | The Wendy's Company |
ფილიალი | 6500+ (2 იანვარი, 2016) |
საიტი | wendys.com |
2006 წლის 29 იანვარს კომპანიამ სათაო ოფისი დუბლინში, ოჰაიოში გადაიტანა. 2016 წლის მონაცემებით, ვენდისი, Burger King-სა და McDonald's-ის შემდეგ მსოფლიოს მესამე ყველაზე მსხვილი ჰამბურგერის მწარმოებელი კომპანია იყო 6500+ ფილიალით. მიუხედავად ახალი მფლობელისა, ვენდის შტაბი დარჩა დუბლინში. მანამდე, ვენდიმ უარყო კომპანია Triarc-ის შემოთავაზება ორჯერ.
2017 წლის 2 იანვრის მონაცემებით, ვენდისის სულ 6,537 ადგილმდებარეობა ჰქონდა, მათ შორის 330, რომელსაც კომპანია ფლობდა. 6207 რესტორანი ფრანჩაიზირებულია და მათგან 77 % მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში. მაანამდე სანამ ვენდისი დააწესებდა სტანდარტს ექსტერიერის შესახებ, მფლობელები აკონტროლებდნენ ინტერიერს, ფასს, ხელფასს და თანამშრომლების უნიფორმას.
ვენდისის მენიუ შედგება ძირითადად ჰამბურგერების, ქათმის სენდვიჩების, ფრანგული კარტოფილის და სასმელებისგან. მათ შორის აღსანიშნავია, ფროსტი, რომელიც რბილი-გაყინული რძის დესერტია. „Big Classic“ ფაზის შემდეგ კომპანიას არ ჰქონდა „ღირშესანიშნავი სენდვიჩი“, როგორიც ჰქონდათ ბურგერ კინგს ან მაკდონალდსს — თუმცა, „ღირშესანიშნავი სენდვიჩის“ ადგილი დაიკავა კვადრატულმა ბურგერმა.