ველიანთა
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ველიანთა — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ჯეჯორისა (რიონის მარცხენა შენაკადი) და ქვედრულის (ჯეჯორის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2223 მ. აგებულია პალეოგენური თიხებით, ქვიშაქვებითა და ბრექჩიებით. სამხრეთი კალთა ციცაბოა, დანარჩენი — დამრეცი. შემოსილია სუბალპური და ნაწილობრივ ალპური მდელოებით.
სწრაფი ფაქტები ველიანთა ...
ველიანთა | |
---|---|
კოორდინატები: 42°31′50″ ჩ. გ. 43°35′25″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2223 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხა, ქვიშაქვა და ბრექჩია |
დახურვა