From Wikipedia, the free encyclopedia
ვახანი (პუშტუ واخان; ტაჯ. Вахон) — პამირის, ჰინდუქუშის და ავღანეთის ყარაყორუმის მთიანი რეგიონი. ვახანის რაიონი მდებარეობს ავღანეთში ბადახშანის პროვინციაში.
ვახანი მდებარეობს ავღანეთის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში. ის მოიცავს ამუდარიას სათავეს და ანტიკური ხანაში ტარიმის ბასეინიდან ბადახშნის მიმართულებით სამოგზაურო დერეფანს წარმოადგენდა.
1883 ვახანი მთლიანად მოიცავდა როგორც ფანჯის და მდინარე პამირის ხეობებს, ასევე ფანჯის ზედა ნაკადს რომელიც მდინარე ვახანის სახელითაა ცნობილი.[1] დიდ ბრიტანეთსა და რუსეთის იმპერიას შორის 1873 წელს დადებულმა ხელშეკრულებამ ვახანი გავლენის სფეროებად გაყო. მას შემდეგ ტერმინი - ვახანი, მდინარეების ფანჯის და პამირის სამხრეთით ავღანეთის ტერიტორიაზე მოქცეული ნაწილთან მიმართებაში გამოიყენება, ხოლო ისტორიული ვახანის ჩრდილოეთ ნაწილს დღევანდელი ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქი წარმოადგენს.
ვახანში მიმავალ ერთადერთ კომუნიკაციას იშკაშიმიდან კალია-პანჯის უღელტეხილით შარადისკენ მიმავალი გრუნტის გზა წარმოადგენს. გზის დასასრულიდან მიმავალი ბილიკები ვახჯირის უღელტეხილით უკავშირდება ჩინეთს. ეს მარშუტი ტურისტებისთვის ჩკეტილია.
ვახანის დასავლეთი ნაწილი, იშკაშიმსა და კალია-პანჯას შორის ტერიტორია რომელიც მდინარე ფანჯის ხეობას მოიცავს ცნობილია როგორც ქვემო ვახანი. მდინარეების ვახანის და პამირის ხეობები, მათი შენაკადები და მათ შორის რელიეფი ცნობილია როგორც ზედა ვახანი.
ზედა ვახანის უკიდურესი აღმოსავლეთ წერტილი ცნობილია როგორც პამირ კნოტი. ამ ადგილას ერთდება ჰიმალაი, ტიან-შანი, ყარაყორუმი, კუნლუნი და ჰინდუქუში. პამირ კნოტის დასავლეთით არის მცირე პამირი. დერეფანი სამხრეთიდა ჰინდუქუშის მთებითაა შემოსაზღვრული.
ვახანი ჩინეთის ტახკორგან-ტაჯიკის ავტონიმიურ ოლქთან დაკავშირებულია წვრილი ხეობით, რომელსაც ვახანის დერეფანი ეწოდება. დერეფანი ტაჯიკეთის მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქს პაკისტანის გიგლიტების ხაიბერ-პახტუნხვა და გილგიტ-ბალტისტანისგან ყოფს.
ვახანის დერეფანში მიედინება მდინარე ვახანი, რომელიც კალია-პანჯისთან უერთდება მდინარე პამირს, რომელიც შემდეგ თავისმხრივ უერთდება მდინარე ფანჯს.
ისტორიულად ვახანის მნიშვნელოვანი რეგიონი იყო, სადაც ერთმანეთ ცენტრალური აზიის დასავლეთი და აღმოსავლეთი ხვდებოდა ერთმანეთს. დასავლეთი ვახანი (休密 ხიუმი) პირველი საუკუნის ადრეულ წლებში დაიპყრო კუჯულა კადფიზიმ, პირველი "დიდი ქუშანი". ის იყო იმ ძირითადი ხუთი სამთავროდან (ხიჰოუ) ერთ ერთი რომლებისგანაც შემდგომ შეიქმნა ქუშანის სამეფო.[2]
1883 - წლამდე ვახანი წარმოადგენდა სამთავროს რომელიც მოიცავდა მდინარეების პამირის და ფანჯის ბასეინებს და იმართებოდა მემკვიდრეობით მირ-ემის მიერ. მისი დედაქალაქი იყო ქილაე-პანჯია.[3] 1880-იანებში ბრიტანეთის ზეწოლით ავღანეთის ემირმა აბდურ-რახმანმა ვახანზე ავღანეთის გავლენა გაავრცელა.[4]
1873 წელს რუსეთ-ბრიტანეთის და 1893 წელს ბრიტანეთ-ავღანეთის შეთანხმებებით ვახანის ისტრიული რეგიონი გაიყო და შექმნა საზღვარი რუსეთის და ბრიტანეთის იმპერიებს შორის.[5]
როდესაც ჩინეთის ხელისუფლებაში მაო ძედუნი მოვიდა მან ჩაკეტა საზღვარი ავღანეთთან, რითიც 2000 წლიანი საქარავნო გზის არსებობა შეწყდა. როდესაც 1979 წელს საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში, მათ დაიკავეს ვახანის დერეფანი და იქ სამხედრო პოსტები ააშენეს, ასევე მათი აშენებული ხიდი პამირზე. მიუხედავად ავღანეთში არსებული სიტუაციისა ვახანში საბრძოლო მოქმედებები არ წარმოებულა. 2010 წელს ვახანი გამოცხადდა მშვიდობიან ტერიტორიად რომელზე დანარჩენ ავღანეთში მიმდინარე ომს არ მოუხდენია გავლენა.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.