![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
ვახანის ქედი (საქართველო)
From Wikipedia, the free encyclopedia
ვახანის ქედი — ქედი საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.[1] მესხეთის ქედის ჩრდილო განშტოება. მდინარეების ვახანისწყლისა და ბჟოლისხევის (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადები) წყალგამყოფი. იწყება ზღვის დონიდან 1815 მ სიმაღლის მთასთან, მიემართება ჩრდილოეთით, თანდათან დაბლდება და მთავრდება მდინარე ჩხერიმელის ხეობის მარცხენა მხარეს. ქედზეა მთები ზვენიდაურა (1164 მ) და ნაჩიხურა (1008 მ). აგებულია მესამეული დანალექი ქანებით. კალთები ძლიერ დახრილია. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ზოგან წიწვოვნებიცაა. თხემზე აქა-იქ მდელოებია.[2]
სწრაფი ფაქტები ვახანის ქედი ...
ვახანის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 41°55′32″ ჩ. გ. 43°18′14″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | ზვენიდაურა |
სიმაღლე | 1164 მ |
დახურვა