![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/24/Eddie_Jordan.jpg/640px-Eddie_Jordan.jpg&w=640&q=50)
ვაშინგტონ უიზარდსის მთავარი მწვრთნელები
From Wikipedia, the free encyclopedia
ვაშინგტონ უიზარდსი (ინგლ. Washington Wizards), ყოფილი ვაშინგტონ ბულეტსი (ინგლ. Washington Bullets) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს აშშ-ში. გუნდი ასპარეზობს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA), ხოლო საშინაო მატჩებს მართავს Verizon Center-ში. უიზარდსი თამაშობს სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის.
![A man coaching from the sidelines of a basketball game. He is wearing a blue jacket and a white shirt with a dark, patterned tie.](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/24/Eddie_Jordan.jpg/640px-Eddie_Jordan.jpg)
გუნდის ისტორიაში სულ 23 მწვრთნელი იყო, ხოლო გუნდის პირველი მწვრთნელი ჯიმი პოლარდი იყო. გენი შუ არის ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც გუნდის ისტორიაში წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მოიპოვა. რენდი უიტმენი გუნდის ახლანდელი მწვრთნელია.