From Wikipedia, the free encyclopedia
ვასილ ანტონის ძე ბალანჩივაძე (დ. 24 აპრილი [ ძვ. სტ. 12 აპრილი], 1867, სოფელი ბანოჯა, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 18 მაისი, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1950). მელიტონ ბალანჩივაძის ძმა.
სცენაზე პირველად გამოვიდა 1887 წელს თბილისში ვასო აბაშიძის ხელმძღვანელობით. 1887–1890 სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1890–1891 იყო თბილისის ქართული თეატრის, 1891–1894 — ქუთაისის თეატრის მსახიობი (1921-იდან ხელმძღვანელი), 1924–1929 — თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი და მსახიობი, 1929–1935 — თბილისის ცეკავშირის მოძრავი და პერიფერიის თეატრების მსახიობი. გამოირჩეოდა სცენურობით, გარდასახვის ნიჭით, შესანიშნავი ხმით.
უპირატესად ასრულებდა სახასიათო და კომედიურ როლებს: ბობჩინსკი ( ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ბესო ( ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ბენ აკიბა ( კარლ გუცკოვის „ურიელ ა კოსტა“), ოტია ჯოლია ( ვალერიან გუნიას „და-ძმა”), იაგო (უილიამ შექსპირის „ოტელო“), გელა (აკაკი წერეთლის „პატარა კახი“ ); მისი შემოქმედების გვირგვინი იყო ფილიპე ბარბაქაძე და დარისპან ქარსიძე ( დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ და „დარისპანის გასაჭირი“), 1935–1942 „სახკინმრეწვის“ მსახიობი იყო. გადაღებულია ფილმებში: „დაკარგული სამოთხე“ (ბაბუა ანტონი), „ქალი გაღმიდან“ (ოსმანი ), „ქალიშვილი ხიდობნიდან“ (სარდიონი) და სხვა. ბალანჩივაძე ქართული ესტრადის მსახიობი, ერთდროულად საესტრადო-იუმორისტული სცენების („იმერული სცენები“) ავტორიც იყო და შემსრულებელიც. მასვე ეკუთვნის პიესები: „1905“, „გლეხი ივლიანე გობეჩია“, „აჭარელი ქალი ფატიმა“,„მზის სხივები“, „დაუდევრობის მსხვერპლი“ და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.