![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1b/Tatishchev.png/640px-Tatishchev.png&w=640&q=50)
ვასილი ტატიშჩევი
რუსი სახელმწიფო მოღვაწე, ეკონომისტი, ისტორიკოსი და გეოგრაფი / From Wikipedia, the free encyclopedia
ვასილი ნიკიტას ძე ტატიშჩევი (რუს. Василий Никитич Татищев; დ. 29 აპრილი [ ძვ. სტ. 19 აპრილი], 1686, ფსკოვის ახლოს, — გ. 26 ივლისი [ ძვ. სტ. 15 ივლისი], 1750, სოფ. ბოლდინო, მოსკოვის გუბერნია) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე, ეკონომისტი, ისტორიკოსი და გეოგრაფი. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო და საარტილერიო სასწავლებელი. მონაწილეობდა ჩრდილოეთის ომში (1700-1721). ასრულებდა პეტრე I-ის სხვადასხვა სამხედრო-დიპლომატიურ დავალებას.
ვასილი ტატიშჩევი | |
---|---|
რუს. Василий Никитич Татищев | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 19 (29) აპრილი, 1686[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | ფსკოვი |
გარდ. თარიღი | 15 (26) ივლისი, 1750[4] [1] [2] [3] (64 წლის) |
გარდ. ადგილი | Boldino |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | მკვლევარი, ანთროპოლოგი, ისტორიკოსი, გეოგრაფი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი და lexicologist |
მამა | Q121859440? |
შვილ(ებ)ი | Yevgraf Tatishchev და Q110995185? |
ხელმოწერა |
![]() |
1720-1722 და 1734-1737 წლებში განაგებდა რუსეთის სახაზინო ქარხანებს, საფუძველი ჩაუყარა ეკატერინბურგს. 1741-1745 წლებში ასტრახანის გუბერნატორი იყო. 1730 წელს აქტიურად გამოვიდა უზენაესელთა წინააღმდეგ. პირველმა შემოიტანა სამეცნიერო სფეროში „რუსსკაია პრავდის“ და 1550 სამართლის წიგნის ტექსტები, საფუძველი ჩაუყარა ეთნოგრაფიასა და წყაროთმცოდნეობას. შექმნა განმაზოგადებელი ნაშრომი „რუსეთის ისტორია უძველესი დროიდან“ (წგნ. 1-5, 1768-1848) და პირველი რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონი. რუსულ ისტორიოგრაფიაში პირველი შეეცადა ეპოვა ადამიანთა საზოგადოების განვითარების კანონზომიერებანი, აეხსნა სახელმწიფო ხელისუფლების წარმოშობის მიზეზები.
უარყო პროვიდენციალიზმი და ისტორიული მოვლენების ახსნისას რაციონალიზმის პოზიციებზე დადგა. სახელმწიფო წყობილების ფორმებიდან რუსეთის მმართველობისათვის უპირატესობას ანიჭებდა თვითმპყრობელობას. ტატიშჩევმა პირველმა მოგვცა რუსეთის ისტორიის პერიოდიზაციის სქემა:
- ერთმმართველობის ბატონობა (862-1132)
- ერთმმართველობის დარღვევა (1132-1462)
- ერთმმართველობის აღდგენა (1462)