ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და პედაგოგი From Wikipedia, the free encyclopedia
ვარლამ ადამის ძე ხუროძე (ფსევდონიმი მალაქიაშვილი; დ. 1 (13) ოქტომბერი, 1883, მათხოჯი, ხონის რაიონი ― გ. 10 ივნისი, 1939, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი. სკკპ წევრი 1905 წლიდან.
ვარლამ ხუროძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 (13) ოქტომბერი, 1883 |
დაბადების ადგილი | მათხოჯი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 10 ივნისი, 1939 (55 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ფსევდონიმი | მალაქიაშვილი |
საქმიანობა | მწერალი, პუბლიცისტი და პედაგოგი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
1913 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1903, პირველი მოთხრობა „დედის მსხვერპლი“ — 1904. ხუროძის მოთხრობები, პიესები, რომანები, ლექსები, პედაგოგიური და კრიტიკული-პუბლიცისტური წერილები 10-იანი წლებიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. იყო ე. წ. დემოკრატიული მწერლობის მიმდევარი. მისს რომანებში „შოთა ბროლიძე“ (1911), „სამნი“ (1926), „დათოვლილი გვიტგვინი“, მოთხრობებში „ორი საფლავი“ (1905), „კეკელოს თავგადასავალი“, „ობლები“ (ორივე 1912) და სხვ.
წარმოსახულია რევოლუციამდელი გლეხობის გაჭირვებული ცხოვრება, რევოლუციური-განმათავისუფლებელი ბრძოლა, დახატულია თავდადებულ რევოლუციონერთა სახეები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.