![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/30/ArmenianStamps-329.jpg/640px-ArmenianStamps-329.jpg&w=640&q=50)
ვართან აჯემიანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვართან მკრტიჩის ძე აჯემიანი (დ. 28 სექტემბერი [ძვ. სტ. 15 სექტემბერი], 1905 — გ. 24 იანვარი, 1977, ერევანი) — სომეხი რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი (1965). სოციალისტური შრომის გმირი (1975). მესამე ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი (1951).
ვართან აჯემიანი | |
---|---|
![]() სომხეთის საფოსტო მარკა აჯემიანის გამოსახულებით | |
დაბადების თარიღი |
28 სექტემბერი, 1905 ვანი, ვანის პროვინცია, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
24 იანვარი, 1977 (71 წლის) ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ |
დაკრძალულია | კომიტასის პანთეონი |
ეროვნება | სომეხი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი |
მეუღლე(ები) | არუს ასრიანი |
ჯილდოები | სსრკ სახალხო არტისტი (1965) |
1927 წელს სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში. იყო ლენინაკანის თეატრის (1928, ამჟამად ა. მრავიანის სახელობის თეატრი) ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი (1928–1938, 1943–1947), 1939 წლიდან ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის თეატრის რეჟისორი, 1953 წლიდან — მთავარი რეჟისორი. ამ თეატრში მის მიერ დადგმული სპექტაკლები: შირვანზადეს „პატიოსნებისათვის“ (1939) და „ქაოსი“ (1959), დემირჭიანის „მშობლიური ქვეყანა“ (1940), „ახალგაზრდა გვარდია“ - ფადეევის მიხედვით (1947) და სხვა. 1944 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენითა და „საპატიო ნიშნის“ ორდენით.