From Wikipedia, the free encyclopedia
ვაჟა კაჭარავა (დ. 2 იანვარი, 1937, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა ფრენბურთელი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965).[1][2]
თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკსა“ (1955-64) და მოსკოვის „დინამოში“ (1965-71), იყო ამ გუნდების კაპიტანი; თამაშობდა სსრკ ნაკრებში (1959-67). 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1963), მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1966), მსოფლიოს თასის მფლობელი (1965), მსოფლიო უნივერსიადის ორგზის ჩემპიონი (1963, 65). სსრკ სპარტაკიადების ორგზის მეორე (1967, 71) და მესამე (1963) პრიზიორი. სსრკ ახალგაზრდული ნაკრების (1976-77), სსრკ სტუდენტური ნაკრების (1977) და საქართველოს ნაკრების (1984-94) მთავარი მწვრთნელი. რუსეთისა და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. 1990 წელს დაასახელეს სსრკ საუკეთესო მწვრთნელთა შორის. ღირსების, გორგასლის II ხარისხის და სეოკის ორდენების კავალერი.
2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ჯემალ კასრაძის წიგნი „ვაჟა კაჭარავა“. 2017 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ვაჟა კაჭარავა სპორტის რაინდის საპატიო წოდებით დაჯილდოვდა, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენას კი მისი სახელი მიენიჭა.
წელი | ტურნირი | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|
1963 | ევროპის ჩემპიონატი | რუმინეთი | |
1964 | ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები | ტოკიო, იაპონია | |
1965 | მსოფლიოს თასი | პოლონეთი | |
1966 | მსოფლიო ჩემპიონატი | ჩეხოსლოვაკია | |
1967 | ევროპის ჩემპიონატი | თურქეთი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.