![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a4/Vincent_Willem_van_Gogh_106.jpg/640px-Vincent_Willem_van_Gogh_106.jpg&w=640&q=50)
ვან გოგის სინდრომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვან გოგის სინდრომი — ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროს ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას – სხეულის ნაწილის მოკვეთას, ჭრილობის მიყენებას ან კატეგორიულად მოითხოვს ჩაუტარონ ქირურგიული ოპერაცია. ეს სინდრომი ვლინდება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა შიზოფრენია, ჰიპოქონდრიული მანია, ჰალუცინაცია, იმპულსური გამოვლიებები. გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია, ერთ-ერთი მიზეზი შიძლება იყოს ინტოქსიკაცია.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a4/Vincent_Willem_van_Gogh_106.jpg/640px-Vincent_Willem_van_Gogh_106.jpg)
სინდრომი პირველად აღწერა ფსიქიატრმა აბრამმა 1966 წ. და მისი ეპონიმია ჰოლანდიელი ფერმწერი, ვინსენტ ვან გოგი (30 მარტი, 1853 - 29 ივლისი, 1890), რომელმაც ფსიქიკური აშლილობის დროს (23 დეკემბერი, 1888 წ.) თვითდაზიანება მიიყენა და ყური მოიჭრა. სავარაუდო მიზეზი იყო ფუტკარა ყვავილით ინტოქსიკაცია.