From Wikipedia, the free encyclopedia
ვან გოგის მუზეუმი (ნიდერლ. Van Gogh Museum) — ხელოვნების მუზეუმი, რომელშიც გამოფენილია ვინსენტ ვან გოგისა და მისი თანამედროვე ნიდერლანდელი მხატვრების ნამუშევრები. მდებარეობს ნიდერლანდებში, ამსტერდამში, ქალაქის სამხრეთ ნაწილში. საქალაქო მუზეუმსა და კონცერტგებაუსთან ახლოს.[9]
ვან გოგის მუზეუმი | |
---|---|
ნიდერლ. Van Gogh Museum | |
მუზეუმი, 2008 | |
52°21′30″ ჩ. გ. 4°52′52″ ა. გ. | |
დაარსდა | 2 ივნისი, 1973[1] |
ქვეყანა | ნიდერლანდები |
მდებარეობა | Amsterdam[2] [3] |
სტატუსი |
ხელოვნების მუზეუმი სახელმწიფო მუზეუმი |
ვიზიტორები | |
დირექტორი | ალექს რუგერი[8] |
ოფიციალური საიტი | [vangoghmuseum.nl vangoghmuseum.nl] |
მუზეუმი გაიხსნა 1973 წლის 2 ივნისს.[1] მდებარეობს შენობებში, რომლის არქოტექტორებიც იყვნენ გერიტ რიტველდი და კიშო კუროკავა. მუზეუმში გამოფენილია ვინსენტ ვან გოგის ყველაზე მეტი ნამუშევარი.
2015 წელს მუზეუმმა 1,9 მილიონ სტუმარს უმასპინძლა, გახდა მე-2 ყველაზე ხშირად მონახულებადი მუზეუმი ჰოლანდიაში და 31-ე მუზეუმი მსოფლიოში.
1890 წელს ვინსენტ ვან გოგის სიკვდილის შემდეგ მის ნახატებზე ზრუნვა ძმამ თეო ვან გოგმა იკისრა, თუმცაღა 6 თვის შემდეგ ისიც გარდაიცვალა. ნამუშევრების გაყიდვას და პოპულარიზაციას ამის შემდეგ ქვრივი ჯოანა ვან გოგ-ბონგერი შეუდგა,[10] მან მოახერხა საკუთარი კოლექციაც კი შეექმნა.
კოლექციამემკვიდრეობით მიიღო მისმა შვილმა ვინსენტ ვილემ ვან გოგმა წელს, რომელმაც ისინი ასესხა სამოქალაქო მუზეუმს ამსტერდამში სადაც ისინი დიდი ხნის მანძილზე ინახებოდა, შემდეგ კი გადაესა სახელმწიფოს მიერი ინიცირებული 1962 წელს.[10]
ვან გოგის მუზეუმის დიზაინი შემუშავებული იქნა ნიდერლანდების მთავრობის მიერ 1963 წელს არქიტექტირ გერიტ რიტველდის მიერ..[11] რომელიც ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა, მშენებლობა კი საბოლოოდ 1973 ეწლს დასრულდა,[12] და მისი კარიც გაიღო.[13]
1998-1999 წლებში, შენობა განახლებული იქნა ნიდერლანდელი არქიტექტორის მარტინ ვან გურის მიერ[14] საგამოფენო დარბაზის დიზაინი კი შეიმუშავა იაპონელმა არქიტექტორმა კიშო კიროკავამ.[15]
2012 წლის ბოლოდან მუზეუმი 6 თვით კვლავ დაიკეტა გასაახლებლად. ამ პერიოდის განმავლობაში 75 ექსპონატი გამოიფინა ერმიტაჟის მუზეუმში.[16]
2013 წლის 9 სექტემბერს, მუზეუმმა გამოისყიდა დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული ნამუშევარი, რომელსაც სხვა ნიდერლანდელი არტისტის სახელი მიეწერებოდა. ეს აიყო პირველი სრული ზომის ტილო რომელიც 1928 წლის შემდეგ იპოვნეს.მზის ჩასვლა მონმაჟურში ასახავს ხეებს, ბუჩქებს, ცას, დახატულია ვინსენტისათვის დამახასიათებელი ფუნჯის მონასმების სტილით. ის შეგვიძლია ზუსტად დავათარიღოთ ის რადგან ავტორი ნახატზე ძმისადმი, თეო ვან გოგისადმი მიწერილ წერილში საუბრობს და ამბობს, რომ ის 1888 წლის 4 ივლისს დახატა.[17] 2013 წლის 9 სექტემბერს ვან გოგის მუზეუმმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნამუშევარი ვინსენტ ვან გოგს ეკუთვნის.[18][19]
1991 წელს მუზეუმიდან ოცი ნამუშევარი მოიპარეს, მათ შორის ვან გოგის ადრეული ნახატი კარტოფილის მჭამელები. ქურდებმა შენობიდან გაპარვა მოახერხეს მაგრამ ქურდობიდან 35 წუთის შემდეგ ყველა ექსპონატი მიტოვებულ მანქანაში იპოვნეს. სამი ნამუშევარი - პურის ყანა ყორნებით, მშვიდი ცხოვრება ბიბლიით და მშვიდი ცხოვრება ხილით - დაზიანდა ქურდობის პროცესში.[20] ოთხი კაცი, მათ შორის მუზეუმის ორი მცველი, დანაშაულში მონაწილედ სცნეს და მიუსაჯეს 6-7 წლით თავისუფლების აღკვეთა.[21] მიიჩნევა, რომ ეს ყველაზე მასშტაბური ქურდობაა ნიდერლანდებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.[22]
2002 წელს მუზეუმიდან ორი ნამუშევარი მოიპარეს, კონგრეგაცია ტოვებს განახლებულ ტაძარს ნუენენში და ზღვის ხედი შევენინგენში.[23] ორი ნიდერლანდელი დანაშაულში ბრალდებულად სცნეს და მიუსაჯეს 4 წლიანი თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ნამუშევრების აღდგენას დიდი დრო დასჭირდა.[24][25] მუზეუმმა დააწესა ჯილდო €100,000 ოდენობით ნამუშევრების აღდგენისათვის.[26] FBI-ს ხელოვნებასთან დაკავშირებულ დამნაშავეებთან ბრძოლის ჯგუფმა ქურდობა ყველაზე მძიმე 10 დანაშაულში შეიტანა, და ორივე ნამუშევარი #30 მილიონად შეაფასა.[27] 2016 წლის სექტემბერში, ორივე ნახატი ნაპოვნი იქნა ფინანსთა გვარდიის მიერ ნაპოლში, იტალიაში და დაუბრუნდა ვან გოგის მუზეუმს ამსტერდამში.[28]
მუზეუმი მდებარეობს მუზეუმპლეინში, ამსტერდამ-ზეიდის რაიონში, პაულუს პოტერსტრატის 7-ში, საქალაქო მუზეუმსა და რეიხსმუზეუმს შორის.[29] მუზეუმი სედგება ორი ნაგებობისგან, პირველია რიტველდის შენობა რომლის არქიტექტორიც არის გერიტ რიტველდი, მეორე კი არის კიროკავას დარბაზი, არქიტექტორი კიშო კიროკავა.[30] მუზეუმი მდებარეობს სტარდჰაუდერსკეიდის 55 ნომერში, ამსტერდამზეიდში.[29]
რიტველდის შენობა მუზეუმის მთავარი ნაგებობაა სადაც გამოფენილია მთავარი კოლექციები. შენობას არის ოთხ სართულიანი და აქვს მიწისქვეშა სართული. პირველსართულზე არის მაღაზია, კაფე და მისაღები სივრცე. მეორე სართულზე გამოფენილია ვან გოგის ნამუშევრები ქრონოლოგიურად. მეორე სართულზე გამოფენილია რესტავრირებული ნამუშევრები და ამასთან არის თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეც. მეოთხე სართულზე კი გამოფენილია ვან გოგის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები.[31]
კიროკავას დარბაზი გამოიყენება ფართომასშტაბიანი დროებითი გამოფენების ჩასატარებლად. შენობას აქვს ოვალური იატაკი და არის სამ სართულიანი. შენობაში მოხვედრა შესაძლებელია მიწისქვეშა შესასვლელით რომელიც მას რიტველდის შენოობიდან უერთდება.[31][32]
ვან გოგის მუზეუმში გამოფენილია ვან გოგის ყველაზე მეტი ნამუშევარი მსოფლიოში. აქ ინახება ვინსენტის 200 ნახატი, 400 ჩანახატი და 700-მდე წერილი.[33]
ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრების კოლექცია სხვადასხვა ფაზებად იყოფა მისი ცხოვრების ეტაპების მიხედვით.
ნეუნენში შესრულებული ნამუშევრები (1880–1885):
ანტვერპენში შესრულებული ნამუშევრები (1886):
პარიზში შესრულებული ნამუშევრები (1886–1888):
არლში შესრულებული ნამუშევრები (1888–1889):
სენ-რემიში შესრულებული ნამუშევრები (1889–1890):
ოვერში შესრულებული ნამუშევრები (1890):
მუზეუმის მუდმივი კოლექცია ასევე ინახავს ვინსენტის ავტოპორტრეტების მთელ სერიას და რამდენიმე ადრეულ ნამუშევარს, დატარიღებულს 1882 წლით.
მუზეუმი სტუმრებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა ლექციები ვინსენტ ვანგოგის თუ მისი თანამედროვეების შესახებ, ვორქშოპებს, გიდ ტურებს. ასევე ტარდება აქტვიობები ბავშვებისთვის, რომლებიც ვინსენტის შემოქმედების შესწავლას უადვილებს მათ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.