ვან ალენის რადიაციული სარტყელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვან ალენის რადიაციული სარტყელი (ინგლ. Van Allen radiation belt) — პლანეტების მაგნიტოსფეროს ზონა, რომელშიც გროვდება და ნარჩუნდება მასში შეღწეული მაღალი ენერგიის დამუხტული ნაწილაკები (უმთავრესად პროტონები და ელექტრონები).
დედამიწას ორი ასეთი სტაბილური სარტყელი გააჩნია, თუმცა ზოგჯერ ფიქსირდება დროებითი დამატებითი სარტყელიც. სარტყლები, მათი აღმომჩენის ჯეიმზ ვან ალენის სახელს ატარებს[1]. დედამიწის ორი ძირითადი სარტყელი ვრცელდება ზედაპირიდან დაახლოებით 640-დან 58000 კმ-მდე, სადაც რადიაციის დონე განსხვავდება[2]. ნაწილაკების უმეტესობის წყარო, რომელთაგანაც შედგება სარტყლები, ძირითადად წარმოადგენს მზის ქარიდან და კოსმოსური სხივების სხვა ნაწილაკებიდან შემდგარ ერთობლიობას[3]. დედამიწის მაგნიტური ველი მზის ქარის დაჭერით, გადახრის ამ ენერგეტიკიულ ნაწილაკებს და იცავს ატმოსფეროს განადგურებისგან.
სარტყლები დედამიწის მაგნიტური ველის შიდა რეგიონშია. სარტყლები იჭერენ ენერგეტიკულ ელექტრონებს და პროტონებს. სხვა ბირთვები, როგორიცაა ალფა ნაწილაკები, ნაკლებად გავრცელებულია. სარტყლები საფრთხეს უქმნიან თანამგზავრებს, რომლებთაც მათი მგრძნობიარე კომპონენტები უნდა ჰქონდეთ ადეკვატურად დაცული, თუ ისინი მნიშვნელოვან დროს გაატარებენ ამ ზონასთან ახლოს. 2013 წელს ვან ალენის ზონდებმა აღმოაჩინეს გარდამავალი, მესამე რადიაციული სარტყელი, რომელიც გაგრძელდა ოთხი კვირის განმავლობაში[4]. აპოლოს ასტრონავტებმა, რომლებიც ვან ალენის სარტყელში გადიან, მიიღეს რადიაციის ძალიან დაბალი და არა მავნე დოზა.