From Wikipedia, the free encyclopedia
ვალერიან გაბაშვილი, ფსევდონიმი ნიკოლოზ გაბაონი (დ. 9 აპრილი, 1911 — გ. 1985) — ქართველი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოში აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966).
ვალერიან გაბაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
9 აპრილი, 1911 ვოლოგდის ოლქი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1985 |
ეროვნება | ისტორიკოსი, მწერალი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
აკადემიური ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
ვალერიან გაბაშვილი იყო თსუ-ის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის გამგე (1950-1973), ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი (1957-1960), აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ფეოდალური ხანის აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი. იკვლევდა აღმოსავლური ფეოდალიზმის გენეზისს, ქართული და აღმოსავლეთის ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების ისტორიის პრობლემებს; აგრეთვე, ქართული სამართლის, დიპლომატიკის, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს. ავტორია რომანისა „აივნიანი ქალაქი“.
ვალერიან გაბაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.[1] არქივი ცენტრს შესწირა მისმა ქალიშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა მანანა გაბაშვილმა 2008 წლის 13 თებერვალს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.