ვალენტინ ივანოვი
რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ვალენტინ ივანოვი (რუს. Валенти́н Козьми́ч Ивано́в; დ. 19 ნოემბერი, 1934, მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი — გ. 8 ნოემბერი, 2011, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა მოსკოვის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას.[2] საბჭოთა კავშირის ორგზის (1960, 1965) ჩემპიონი, სამგზის (1957, 1961, 1964) ვიცე-ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის (1960) მფლობელი მოსკოვის „ტორპედოს“ შემადგენლობაში. 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 1960 წლის ევროპის ჩემპიონი და 1964 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1958 წლის შვედეთისა და 1962 წლის ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1957).[3][4] საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1988).[1] საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი.[3][4] საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რუს და საბჭოთა ფეხბურთელად.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვალენტინ კოზმას ძე ივანოვი [1] | ||
დაბადების თარიღი | 19 ნოემბერი, 1934 | ||
დაბადების ადგილი |
მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 8 ნოემბერი, 2011 (76 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1950–1952 | კრილია სოვეტოვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1952–1966 | ტორპედო მ. | 286 | (124) |
ეროვნული ნაკრები | |||
1955–1965 | სსრ კავშირი | 59 | (26) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1967–1970 | ტორპედო მოსკოვი | ||
1973–1978 | ტორპედო მოსკოვი | ||
1980–1991 | ტორპედო მოსკოვი | ||
1992–1993 | რაჯა კასაბლანკა | ||
1994 | ასმარალი მოსკოვი | ||
1994–1996 | ტორპედო მოსკოვი | ||
1998 | ტორპედო მოსკოვი | ||
2003 | ტორპედო-მეტალურგი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
თორმეტჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ცხრაჯერ პირველ ნომრად.[5][6]