![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bd/Valencia_%2528Venezuela%2529_Skyline.jpg/640px-Valencia_%2528Venezuela%2529_Skyline.jpg&w=640&q=50)
ვალენსია (ვენესუელა)
From Wikipedia, the free encyclopedia
ვალენსია (ესპ. Valencia) — ქალაქი ვენესუელაში, კარაბობოს შტატის დედაქალაქი და ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქი.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვალენსია. |
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვალენსია Valencia | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
შტატი | კარაბობოკრაბობოს შტატი|კარაბობო | ||||
კოორდინატები | 10°10′51″ ჩ. გ. 68°00′14″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1555 წ, 25 მარტი | ||||
ფართობი | 2 323 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 520 მ | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 2 196 000 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 319,5 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 0241 | ||||
საფოსტო ინდექსი | 2001 | ||||
ოფიციალური საიტი | alcaldiadevalencia.gob.ve | ||||
ქალაქი მნიშვნელოვანი ეკონომიკური კვანძია, რომელიც მოიცავს ვენესუელის მოწინავე სამრეწველო და მანუფაქტურულ კომპანიებს. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 2 196 000 ადამიანს შეადგენს და ეს რიცხვი ბოლო წლებში დრამატულად იზრდება. დიდი ვალენსიის აგლომერაცია არაოფიციალურად მოიცავს ნაგუანაგუისა და სან-დიეგოს მუნიციპალიტეტებს, ასევე რამდენიმე სხვა პატარა ქალაქს. ქალაქიდან 180 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი კარაკასი.
ეს ტერიტორია დასახლებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. მეოთხე ათასწლეულში. მოსახლეები ძირითადად წარმოადგენდნენ მონადირე-შემგროვებლებს, რომლებსაც უკვე ათვისებული ჰქონდათ მიწათმოქმედების ელემენტარული ფორმები. ახ. წ. 200 - 1000 წლებში, ვალენსიის ტბის მიდამოებში გაჩნდა მნიშვნელოვანი დასახლებები.