ვაგნერის ჯგუფის აჯანყება — დაიწყო 2023 წლის 23 ივნისს, მას შემდეგ, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა მის ძალებზე თავდასხმაში და დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის განადგურებაში.[11] პრიგოჟინმა შურისძიება დაჰპირდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას.[12] პრიგოჟინმა თქვა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობაში „ბოროტება“ უნდა შეწყდეს და პირობა დადო, რომ „სამართლიანობის მარშს“ მიმართავდა.[13] მან ასევე დაადანაშაულა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ სიცრუეში, მათ შორის უკრაინისა და ნატოს გეგმების რუსეთზე თავდასხმის შესახებ,[14] და ასევე დაადანაშაულა იგი რუსეთის ბრძოლის ველზე წარუმატებლობაში და რუსი სამხედროების დახოცვაში, მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში ელიტების სასარგებლოდ იყო გამიზნული.[15][16] შედეგად, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) აღძრა სისხლის სამართლის საქმე პრიგოჟინის წინააღმდეგ „შეიარაღებული აჯანყების წაქეზებისთვის“.[11][17][18] პრიგოჟინმა თავისი 25 000 დაქირავებული მებრძოლი გაიყვანა უკრაინიდან და შეიყვანა რუსეთში, დონის როსტოვში, როსტოვის ოლქში, და პირობა დადო: „თუ ვინმე შეგვიშლის ხელს, ჩვენ ყველას გავანადგურებთ!“[19][20][21] პრიგოჟინმა თქვა, რომ მის ძალებს არ შეექმნათ წინააღმდეგობა დონის როსტოვში შესვლისას.[20] პუტინმა უპასუხა PMC Wagner-ის წინსვლას და აღწერა მისი ქმედებები, როგორც „ღალატი“ და „ზურგში დარტყმა“ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე და დაემუქრა „მკაცრი ნაბიჯების“ გადადგმით ამბოხების ჩასახშობად. [22] თავდაცვის სამინისტრომ უარყო პრიგოჟინის პრეტენზია მის ძალებზე თავდასხმის შესახებ და რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში ვაგნერის ძალებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.[11]
სწრაფი ფაქტები ვაგნერის ჯგუფის აჯანყება, თარიღი ...
ვაგნერის ჯგუფის აჯანყება |
---|
რუსეთის უკრაინაში შეჭრის ნაწილი |
მიახლოებული სამეხდრო სიტუაცია 24 ივნისის მდგომარებით.
რუსეთი
ვაგნერის გადაადგილება |
თარიღი |
23 ივნისი, 2023 (2023-06-23) – 24 ივნისი (1 დღე) |
---|
მდებარეობა |
რუსეთი |
---|
შედეგი |
შეთანხმება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შესახებ ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
25 000 დაქირავებული (პრიგოჟინზე დაყრდნობით)[7] |
უცნობი |
|
დანაკარგები |
---|
2000 მოკლული რუსეთის შეარაღებული ძალების მიერ 23 ივნისამდე (ვაგნერის თანახმად)[8][9] |
სამი ჩამოგდებული ვერტმფრენი (ვაგნერის თანახმად)[10] |
|
ვაგნერის ჯგუფის აჯანყება ვიკისაწყობში |
დახურვა