![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ec/Urechiscaupo.jpg/640px-Urechiscaupo.jpg&w=640&q=50)
ექიურიდები
უხერხემლო ცხოველთა კლასი / From Wikipedia, the free encyclopedia
ექიურიდები (ლათ. Echiuroidea) — უხერხემლო ცხოველთა კლასი რგოლოვანი ჭიების ტიპისა. მათი 1-იდან 20 სმ-მდე სიგრძის ტომრისებური სხეული გრუნტშია ჩაფლული. სხეულის წინა ბოლოზე აქვთ 1 მ-მდე სიგრძის, ზოგჯერ ორლაპოტიანი მოძრავი ხორთუმი, რომლის წინა კიდეზე გრძნობის ორგანოებია განლაგებული (ზოგჯერ ისინი თავდაცვის ფუნქციას ასრულებენ). ხორთუმს აქვს რეგენერაციის უნარი. სქესმწიფე ექიურიდების სხეული დაუნაწევრებელია. სეგმენტაციის ნიშნები მხოლოდ ლარვულ სტადიაში აქვთ შერჩენილი. ექიურიდების ზოგ წარმომადგენელს (ბონელიას გვარისა) მკაფიოდ აქვს გამოხატული სქესობრივი დიმორფოზმი. ექიურიდების კლასში 70-მდე სახეობაა, რომლებიც ოკეანის ღრმა ფენებში ბინადრობენ.
სწრაფი ფაქტები ექიურიდები, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ექიურიდები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Urechiscaupo | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Echiuroidea | ||||||||||||
|
დახურვა