ეპიფანე, ეტიფანესაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1210-20-იან წლებში.

Thumb

1218 წელს ეპიფანეს მიერ შედგენილი ანისის ხუცესთა სარგოს განწესების წიგნი და ანისის ქართული წარწერა გვამცნობს, რომ ეპიფანემ პირადად მოიარა და აკურთხა ანისის ეკლესიები, მოაწესრიგა ანელ სასულიერო პირებსა და ანისის მართლმადიდებელ მრევლს შორის დაწყებული დავა, რომელიც წარმოიშვა საეკლესიო საიდუმლოებათა (ნათლისღება, ჯვრისწერა) აღსრულებისათვის დაწესებული გადიდებული გადასახადის გამო. პატრიარქმა დაგმო ანელ ხუცესთა საქციელი და შეამცირა გადასახდელის ოდენობა. ახალი ნიხრი რომ მტკიცედ დაეცვათ, მან ანისის მართლმადიდებელი ეკლესიის კედელზე სათანადო ბრძანება ამოაკვეთინა. მასვე დაუკვეთია და სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს ძვირფასი ქვებით შემკული სახარება (იენაშის ოთხთავი, რომლის ყდაზე გამოხატულია თვით ეპიფანე, თანმხლებ წარწერაზე კი მოხსენიებულია მისი ღვაწლი.

ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 3, თბ., 1966.
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.
  • მაჭავარიანი ე., იონა გადამწერი — იენაშის ოთხთავის ორნამენტული მხატვრობის შემსრულებელი, ჟურნ. „ძეგლის მეგობარი“, № 36, 1974. — გვ. 10-16.
  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, რედ.: ენრიკო გაბიძაშვილი, ექვთიმე კოჭლამაზაშვილი, თბ., 2007. — გვ. 307.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.  გვ. 29.

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.