ესტონეთის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
მუნიციპალიტეტი ან ადგილობრივი თვითმართველობა — ესტონეთის ადმინისტრაციული ერთეული. ყოველი ესტონური მუნიციპალიტეტი წარმოადგენს აბსოლუტურად დამოუკიდებელ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს. ესტონეთში მუნიციპალიტეტები მთელი ქვეყნის ტერიტორიას მოიცავს.
ესტონეთში მუნიციპალეტეტები ორ ნაწილად იყოფა: საქალაქო მუნიციპალიტეტები ან ქალაქები (ესტ.: linnad) და სასოფლო მუნიციპალიტეტები ან ოლქები (ესტ.: vallad).
თითოეული მუნიციპალიტეტი მოიცავს ერთს ან რამდენიმე დასახლებულ პუნქტს. რამდენიმე ურბანული მუნიციპალიტეტი (ესტ.: linnaosad) იყოფა რაიონებად, შეზღუდული თვითმართველობებით, მაგ. ტალინი იყოფა 8 რაიონად (ჰააბერსტი, კესკლინი, კრისტიინე, ლასნამაიე, მუსტამაიე, ნიმე, პირიტა, პიჰია-ტალინი).
მუნიციპალიტეტები განსხვადება ერთმანეთისგან მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (ტალინიდან (427,500) რუჰნუმდე (68).[1] მუნიციპალიტეტების 2/3-ში მოსახლეობა 3,000 არ აჭარბებს.