ესპანური ამერიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
ესპანური ამერიკა ან ისპანიკ ამერიკა (ესპ. Hispanoamérica) — რეგიონი, რომელიც ამერიკის ესპანურენოვან ქვეყნებს აერთიანებს.
ამ ქვეყნებს მრავალი რამ აქვთ საერთო ერთმანეთთან და მათ ყოფილ კოლონიურ მეტროპოლისთან — ესპანეთთან. ყველა ამ ქვეყანაში ძირითადი ენა ესპანურია, რომელიც ოფიციალურ სტატუსს ზოგჯერ იყოფს ადგილობრივ ენებთან (გუარანი, კეჩუა, აიმარა, მაია) ან ინგლისურთან (პუერტო-რიკოში).[1] ძირითადი რელიგია კათოლიციზმია.[2]
ესპანური ამერიკა იბერო-ამერიკისგან იმით განსხვავდება, რომ ეს უკანასკნელი ასევე მოიცავს ბრაზილიას (წარსულში „პორტუგალიური ამერიკა“), ზოგიერთ შემთხვევაში კი იბერიის ნახევარკუნძულის ქვეყნებს — ესპანეთსა და პორტუგალიასაც. ესპანური ამერიკა განსხვავდება ლათინური ამერიკისგან, რომელიც მასთან ერთად ასევე მოიცავს ბრაზილიას და საფრანგეთის ყოფილ კოლონიებს, გარდა აშშ-ისა და კანადის შემადგენლობაში მყოფი ასეთი ტერიტორიებისა.[3]