From Wikipedia, the free encyclopedia
ერტა პასკალ ტრუილიო (ფრანგ. Ertha Pascal-Trouillot; დ. 13 აგვისტო, 1943, ჰაიტი, ქალაქი პეტიონ-ვილი) — ჰაიტის პირველი ქალი პრეზიდენტი 1990 წლის 13 მარტიდან 1991 წლის 7 თებერვლამდე. დაიბადა მჭედელ თიმოკლეს პასკალისა და მკერავ ლუიზა დიუმორნეს მრავალშვილიან ოჯახში.
ერტა პასკალ ტრუილიო | |
ჰაიტის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 მარტი, 1990 – 7 თებერვალი, 1991 | |
წინამორბედი | ჟერარ აბრაამი |
მემკვიდრე | ჟან ბერტრან არისტიდი |
დაბადებული | 13 აგვისტო, 1943 პეტიონ-ვილი, ჰაიტი |
საშუალო განათლება პეტიონ-ვილის ლიცეუმში მიიღო, შემდეგ სწავლა გააგრძელა გონევის სამართლის სკოლაში და 1971 წელს მიიღო იურიდიული მოღვაწეობის ლიცენზია , ხოლო იმავე წლის 8 ოქტომბერს მან ფიცი დასდო როგორც ადვოკატმა.
1991 წლის 7 თებერვალს ხელისუფლება გადასცა კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს ჟან ბერტრან არისტიდს. ახალმა ხელისუფლებამ მას ბრალი დასდო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და 1991 წლის 4 აპრილს დააპატიმრეს თუმცა მეორე დღეს გამოუშვეს საპატიმროდან და ერთი წლით წავიდა ემიგრაციაში. ერტა არის წიგნების ავტორი კანონმდებლობის, ისტორიის და ქალთა უფლებების სფეროში.
1971 წელს ერტა ცოლად გაჰყვა ისტორიისა და ფრანგულის მასწავლებელს ერნსტ ტრუილიოს. 1987 წელს ერტა პასკალ ტრუილიო დაქვრივდა. ჰყავს ერთი გოგონა — იანთა.
წინამორბედი: ჟერარ აბრაამი |
ჰაიტის პრეზიდენტი 1990 – 1991 |
შემდეგი: ჟან ბერტრან არისტიდი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.