![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/26/The_Administrative_Divisions_of_Safavid_Iran_in_the_the_South_Caucasus.svg/langka-640px-The_Administrative_Divisions_of_Safavid_Iran_in_the_the_South_Caucasus.svg.png&w=640&q=50)
ერივანის პროვინცია (სეფიანთა სპარსეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ერივანის პროვინცია (სპარს. ولایت ایروان, რომანიზებული: Velāyat-e Iravān), აგრეთვე, ცნობილი, როგორც Chokhur-e Sa'd (სპარს. چخور سعد) — სეფიანთა სპარსეთის ყოფილი პროვინცია, რომელიც ძირითადად მდებარეობდა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე. ერივანი (ერევანი) იყო პროვინციული დედაქალაქი და სეფიანი მმართველების სამყოფელი.[1]
სწრაფი ფაქტები 1502 — 1736 → ...
ერივანი Velāyat-e Iravān Chokhur-e Sa'd სეფიანთა სპარსეთის პროვინცია | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
![]() სეფიანთა სპარსეთის ადმინისტრაციული დაყოფა სამხრეთ კავკასიაში | ||||
დედაქალაქი | ერივანი (ერევანი) | |||
ენა | სპარსული, აზერბაიჯანული, ქურთული, სომხური | |||
მმართველობის ფორმა | პროვინცია | |||
სომხეთი → აზერბაიჯანი → ირანი → თურქეთი → |
დახურვა
საკუთარი მმართველობის დასასრულს, სეფიანთა ადმინისტრაციული იურისდიქცია მოიცავდა შემდეგ ტერიტორიებს: ბაიაზიდი, მაღაზბერდი (ამჟამად, არპაჩაის რაიონის სოფელ უჩბოლუქის მახლობლად), მაკუ, ნახიჩევანი, სადარაკი, შადიდლუ, ზარუზბილი და დონბოლისის ტომობრივი რაიონი.[1]
ერივანისა და ყარაბაღის პროვინციები იყო ის ორი ადმინისტრაციული ტერიტორია, რომელიც ქმნიდა სპარსულ სომხეთს.[2][3]