ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება
ქორწინება ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის / From Wikipedia, the free encyclopedia
ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება (აგრეთვე ცნობილი როგორც გეი ქორწინება) — ქორწინება ორ ადამიანს შორის, რომლებსაც ერთი და იგივე ბიოლოგიური სქესი ან გენდერული იდენტობა აქვთ.
ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ლეგალური აღიარება | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
| ||||||||||
| ||||||||||
| ||||||||||
1 არა ტოკელაუში, ნიუეში ან კუკის კუნძულებზე | ||||||||||
ლგბტ პორტალი | ||||||||||
2001 წელს ნიდერლანდები პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიან წყვილებს დაქორწინების იურიდიული შესაძლებლობა შეექმნათ. მას შემდეგ ასეთი ქორწინებები ოცდათექვსმეტმა სხვა ქვეყანამ დააკანონა. ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება ასევე ნებადართულია მექსიკაში და აშშ-ის ყველა შტატში.[1][2]
ერთი სქესის წყვილებს სამოქალაქო კავშირის, მაგრამ არა ქორწინების უფლება აქვთ 10-ზე მეტ ქვეყანაში. ამასთან, ისრაელი ცნობს სხვა იურისდიქციების მიერ ლეგალიზებულ ერთი სქესის ქორწინებებს, თუმცა თვითონ ის ასეთ ქორწინებებს არ ახორციელებს. ამჟამად, ამ სახის ქორწინებების ლეგალიზებაზე პოლიტიკური და იურიდიული დებატები მიმდინარეობს ოცამდე სხვა ქვეყანაში და აშშ-ის რამდენიმე შტატში.
ერთი სქესის წყვილთა ქორწინების რიტუალებს ზოგიერთი რელიგიური ჯგუფიც ასრულებს, მათ შორისაა კვაკერები.
ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ოპონენტების მტკიცებით, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ქორწინება ადამიანის უფლებაა. მათი მოწინააღმდეგეები საკუთარ არგუმენტებს ამგვარი ქორწინებების სოციალურ შედეგებზე ამყარებენ (მათ შორის ბავშვების აღზრდა, ტრადიციები და რელიგიური მოსაზრებები).